თარხან-მოურავი გიორგი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თარხანმოურავი გიორგი იორამის ძე (23. IX. 1841, სოფ. ახალქალაქი, ახლანდ. კასპის მუნიციპალიტეტი, – 24. VII. 1911, სოფ. ერთაწმინდა, კასპის მუნიციპალიტეტი), რუსეთის იმპერიის არმიის გენერალმაიორი (1890). დაამთავრა მოსკ. კადეტთა კორპუსი. 1860იდან მსახურობდა კავკ. გრენადერთა საარტ. ბრიგადაში, თერგის კაზაკთა ჯარის ცხენოსანთა არტილერიაში. მონაწილეობდა რუსეთოსმალეთის (1877–78) ომში. 1878–79 მუშაობდა ბერლინის კონგრესის მიერ გამოყოფილი რუსეთოსმალეთის ახ. სახელმწ. საზღვრის დამდგენ კომისიაში. 1881–90 იყო გენ. შტაბის მთ. სამობილიზაციო სამმართველოს უფროსი (1890 თადარიგში გავიდა), 1890–94 – ქართ. საადგილმამულო ბანკის დირექტორი, შემდეგ – გორის მაზრის მომრიგებელი შუამავალი. დაჯილდოებულია წმ. ანას და წმ. სტანისლავის სხვადასხვა ხარისხის ორდენებით. დაკრძალულია სოფ. ახალქალაქში, საგვარეულო აკლდამაში. მ. გოგიტიძე.