თარხან-მოურავი დავით

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თარხან-მოურავი დავით ზაზას ძე (1766, სოფ. ახალქალაქი, ახლანდ. კასპის მუნიციპალიტეტი, – 12. V. 1839, სოფ. ერთაწმინდა, კასპის მუნიციპალიტეტი), რუსეთის იმპერიის არმიის გენერალმაიორი (დაახლ. 1810). 1805–25 მეთაურობდა ქართ. მილიციის რაზმს, მონაწილეობდა რუსეთოსმალეთის (1828–29) ომში. იყო გორის მაზრის თავადაზნაურთა წინამძღოლი. მ. გოგიტიძე.