თარხან-მოურავი იოსებ

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ი დ თარხანმოურავი.png

თარხანმოურავი იოსებ დავითის ძე (5. V. 1819, სოფ. ახალქალაქი, ახლანდ. კასპის მუნიციპალიტეტი, – 26. III. 1878, თბილისი), რუსეთის იმპერიის არმიის გენერალლეიტენანტი (1863), 1837 დაამთავრა სათავადაზნაურო პოლკის კურსები და სამხ. სამსახური დაიწყო კავკასიაში, ყირიმის ომის (1853–56) დროს, კავკასიის ფრონტზე ქურუქდარის ბრძოლაში მეთაურობდა ერევნის კარაბინერთა მე-3 ათასეულს. 1855-იდან იყო ქართ. გრენადერთა პოლკის მეთაური. 1859 მიიღო გენ.მის წოდება, დაინიშნა სამხრ. დაღესტნის ჯარების სარდლად და ყაზიყუმუხის ოკრუგის მმართველად. იმავე წელს აქტიურად მონაწილეობდა აულ ღუნიბის აღებასა და შამილის დატყვევებაში. 1863იდან იყო 39ე ქვეითი დივიზიის მეთაური, 1869იდან – კავკასიის გრენადერთა დივიზიის მეთაური. 1871 მიიღო გენ.ადიუტანტის წოდება. დაჯილდოებულია წმ. გიორგის, წმ. ვლადიმირის, წმ. სტანისლავის სხვადასხვა ხარისხისა და თეთრი არწივის ორდენებით. მ. გოგიტიძე.