თარხან-მოურავი კონსტანტინე

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თარხან-მოურავი კონსტანტინე დავითის ძე (1811, სოფ. ახალქალაქი, ახლანდ. კასპის მუნიციპალიტეტი, – 6. II.1869, სოფ. ერთაწმინდა, კასპის მუნიციპალიტეტი), რუსეთის იმპერიის არმიის გენერალლეიტენანტი (1863). გენ. ი. დ. თარხან-მოურავის ძმა. მონაწილეობდა რუს.ირანისა (1826–28) და რუსეთ-ოსმალეთის (1828–29) ომებში. 1839–53 იყო ელიზავეტპოლის გუბ. ქ. ნუხის მმართველი. ყირიმის ომში (1853–56) მეთაურობდა ქართვ. გრენადერთა მე14 პოლკს. 1958 მიიღო გენ.მ. ჩინი. 1858–63 იყო ქ. შემახის სამხ. გუბერნატორი, 1863–68 – ბაქოს გუბერნიის სამხ. გუბერნატორი. დაჯილდოებულია წმ. ანას I, წმ. სტანისლავის I, წმ. გიორგის სხვადასხვა ხარისხის ორდენებით. დაკრძალულია სოფ. ახალქალაქში, საგვარეულო აკლდამაში. მ. გოგიტიძე.