თარხან-მოურავი ნიკოლოზ

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თარხან-მოურავი ნიკოლოზ ბეჟანის ძე (16. VIII. 1828 – 6. IV. 1900), გზების მშენებელი ინჟინერი. მოღვაწეობდა XIX ს. 50–60-იან წლებში თბილისსა და კავკასიაში. დაამთავრა პეტერბურგის მიმოსვლის გზათა კორპუსის ინტი. ხელმძღვანელობდა თბილ. ვორონცოვის (ახლანდ. ზაარბრიუკენის) სახ. ხიდის მშენებლობას, 1852–55 – მიმოსვლის გზათა კორპუსის VIII ოლქის (თბილისში) ერთერთ განყბას. უფრო გვიან იყო ერევნის დისტანციის უფროსი, ხოლო 50–60ი-ანი წწ. მიჯნაზე – სამუშაოთა უფროსი დაღესტნის ხაზზე. ააგო ექვსი ხიდი ალაზანზე. იყო ქუთაისის გუბერნიის არქიტექტორი (1869–70), 1871ი-დან მუშაობდა მოსკოვი–ბრესტის რკინიგზის ინსპექციაში.