თარხან-მოურავი რამაზ

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თარხან-მოურავი რამაზ (რომან) დიმიტრის ძე (1806, სოფ. ახალქალაქი, ახლანდ. კასპის მუნიციპალიტეტი, – 4. I. 1866, თბილისი), რუსეთის იმპერიის არმიის გენერალმაიორი (1855). ცნობილი მეცნიერფიზიოლოგის ი. თარხნიშვილის მამა. მონაწილეობდა ყირიმის (1853–56) ომში. მეთაურობდა მეგრელ ეგერთა პოლკს (1853 ი-დან). შემდგომში იყო ნუხის მაზრის გენერალგუბერნატორი. დაჯილდოებულია წმ. გიორგის, წმ. ვლადიმირის, წმ. ანას, წმ. სტანისლავის სხვადასხვა ხარისხის ორდენებით, ასევე ოქროს იარაღით `მამაცობისათვის”. დაკრძალულია სოფ. ახალქალაქში, საგვარეულო აკლდამაში. მ. გოგიტიძე.