თარხნიშვილი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ი თარხნიშვილი.jpg

თარხნიშვილი, თარხანმოურავი, თარხანოვი ივანე რამაზის ძე [3(15). VI. 1846, თბილისი, – 24. VIII (6. IX). 1908, პეტერბურგი], ფიზიოლოგი, გენ.მაიორი (დაახლ. 1903). 1863–64 სწავლობდა პეტერბურგის უნტის ფიზიკამათ. ფაკტის საბუნებისმეტყველო განყბაზე. 1869 დაამთავრა პეტერბურგის სამედ.ქირურგ. აკადემია. სამეცნ. მუშაობა ფიზიოლოგიაში დაიწყო სტუდენტობიდან ი. სეჩენოვის ხელმძღვანელობით. 1871 დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე `სიცივისა და სითბოს გავლენა ბაყაყის მგრძნობიარე ნერვებზე”. იმავე წელს თ. გაემგზავრა თბილისში, სადაც წაიკითხა საჯარო ლექციების ციკლი ფიზიოლოგიაში. 1873 თ. 2 წლით გაგზავნეს საზღვარგარეთ, სადაც მუშაობდა ცნობილ სამეცნ. ლაბორატორიებში. საზღვარგარეთიდან დაბრუნების შემდეგ მიიწვიეს პეტერბურგის სამედ.ქირურგ. აკადემიაში პრივატდოცენტად, ხოლო შემდეგ (1877–95) – პროფესორად. 1895 განსხვავებული პროგრ. შეხედულებების გამო იძულებული გახდა აკადემია დაეტოვებინა. 1895–1901 ლექციებს კითხულობდა პეტერბურგის უნტში. 1901 მიიწვიეს ბრიუსელში ფიზიოლ. ლექციების წასაკითხად. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მის მიერ ადამიანის კანში ელექტრომამოძრავებელი ძალების აღმოჩენა სხვადასხვა გაღიზიანების საპასუხოდ და ფსიქ. ზემოქმედების დროს. კანში აღმოცენებულ ნელ ელექტრულ ეფექტებს მსოფლიო ლიტრაში `თარხანოვის ფენომენად” იხსენიებენ. თმა შეისწავლა ცენტრ. ნერვული სისტემის ფუნქციები, მ. შ. ძილის და ჰიპნოზის მოვლენები, სეკრეციის საკითხები, ორგანიზმზე გარემოს ზემოქმედება. ცხოველებში ბიოელექტრული მოვლენების კვლევისას აღწერა (1889) ფსიქოგალვანური რეფლექსი. ერთერთმა პირველმა შეისწავლა ორგანიზმზე რენტგენის სხივების მოქმედება და შესაძლებლად მიიჩნია მათი გამოყენება ავთვისებიანი სიმსივნის სამკურნალოდ. მუშაობდა აგრეთვე ასაკობრივი ფიზიოლ. საკითხებსა და სოც. ჰიგიენის პრობლემებზე. თ. ეწეოდა ბიოლ. და მედ. საკითხების ფართო პოპულარიზაციას რუსეთსა და საქართველოში – კითხულობდა ლექციებს, აქვეყნებდა სამეცნ.პოპულ. ნაშრომებს. მისი ხელმძღვანელობით მრავალი ახალგაზრდა მეცნიერი აღიზარდა (ბ. ვერიგო, ნ. ციბულსკი, ვ. ჩაგოვეცი და სხვ.). იყო სამამულო სამედ. საზბების და საბუნებისმეტყველო საზბის წევრი, პარიზის ბიოლ. საზბის წ.კორ., ჰალეს აკადემიის წევრი. 1900 პარიზის საერთაშ. გამოფენაზე `საპატიო ლეგიონის” ორდენით დააჯილდოვეს. ლიტ.: ერისთავი კ., სემენსკაია ე., ი. თარხნიშვილი, თბ., 1962; Научное наследие И. Р. Тархнишвили (Тарханова), Тб., 1962; Саакашвили М. Г., Иван Рамазович Тархнишвили (Тарханов), Тб., 1963.

    თ. იოსელიანი.