თარხნიშვილი გენადი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თარხნიშვილი გენადი ნიკოლოზის ძე ( 8. IX. 1854, ახალციხე, – XX ს. 20იანი წლები, თბილისი), რუსეთის იმპერიის არმიის გენერალლეიტენანტი (1916). დაამთავრა კავალერიის სასწავლებელი და საინჟ. აკადემია. მონაწილეობდა რუსეთოსმალეთის (1877–78) ომში. 1910იდან გენ.მ. 1910–12 მუშაობდა კავკასიის სამხ. ოლქის სამხ.საინჟინრო სამმართველოს უფროსის თანაშემწედ, 1916იდან – თბილ. სამხ. საოლქო განთავსების სამმართველოს უფროსი. 1919–20 იყო აზერბაიჯანის ჯარის საინჟ. სამმართველოს უფროსი, სამხ. საბჭოს წევრი. დაჯილდოებულია წმ. ვლადიმირის, წმ. ანას, წმ. სტანისლავის სხვადასხვა ხარისხის ორდენებით. ლ. დოლიძე.