თარხნიშვილი ეკატერინე

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თარხნიშვილი ეკატერინე ესტატეს ასული (1879, კავთისხევი, ახლანდ. კასპის მუნიციპალიტეტი, – 1956, თბილისი), მომღერალი, ქართ. ხალხ. სიმღერების შემსრულებელი. საქართვ. დამს. არტისტი (1937). 1910 ი-დან მღეროდა უმცროსი დის – მ. თარხნიშვილის შვიდკაციან გუნდში, რ-შიც დები მაღალ ხმებს ასრულებდნენ. 1917 ი-დან თბილისში გადმოსახლდნენ და მათმა სიმღერისა და ცეკვის გუნდმა სახელი გაითქვა აღმ. საქართველოს (განსაკუთრებით ქართლკახური) რეპერტუარის შესრულებით. ე. და მ. თარხნიშვილების მიერ შესრულებული სიმღერები –`ზემომხრული ჭონა”, `ლაშქრად წასვლა”, `წუთისოფლის შვილები ვართ”, `ვთოხნოთ და ვთოხნოთ სიმინდი”, `ჩავუხტეთ ბარათაშვილსა”, `თებრონე მიდის წყალზედა” და სხვ. ქართ. მუს. ხელოვნების ოქროს ფონდშია შესული. გასტროლებით შემოიარეს საქართვ. ქალაქები, იყვნენ მოსკოვში, ბაქოსა და ერევანში, წარმატებით გამოდიოდნენ ოლიმპიადებზე, საშეფო და საქველმოქმედო კონცერტებზე. 1937 თბილ. ოპერისა და ბალეტის სახელმწ. თეატრში ჩატარდა დები თარხნიშვილების მოღვაწეობის 25 წლის აღსანიშნავი საიუბილეო საღამო. ლიტ. იხ. სტთან თარხნიშვილი მარიამ.