თარხნიშვილი ელენე

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თარხნიშვილი ელენე იოსების ასული [28. III. 1881, სოფ. ახალქალაქი, ახლანდ. კასპის მუნიციპალიტეტი, – 2. VIII. 1961, ქ. რეჯოდიკალაბრია (იტალია)], საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველი მომღერალი (კოლორატურული სოპრანო). დაწყებითი მუს. განათლება მიიღო თბილისში, ი. რატილთან. 1905 სასწავლებლად გაემგზავრა პეტერბურგში (ვოკალის პედაგოგი – ქნ ფინდაკე), ხოლო 1908 – იტალიაში (პედაგოგი – ე. დოტი). იტალიაში თს მეურვეობას უწევდა იმხანად იქ მყოფი ვ. სარაჯიშვილი. 1910 კონკურსის შედეგად ჩაირიცხა მილანის `ლა სკალას” საოპერო დასში, წარმატებით ასრულებდა წამყვან პარტიებს ჯ. ვერდის `ტრავიატას”, პუჩინის `ბოჰემასა” და `ჩიო ჩიო სანში”; დასთან ერთად გასტროლები გამართა ამერიკაში. 1911 ჩამოვიდა საქართველოში, მონაწილეობა მიიღო თბილ. ოპერის თეატრის სპექტაკლებში (ჯ. ვერდის `ტრავიატა” და `რიგოლეტო”). 1913 კვლავ იტალიაშია. წარმატებით გამოდის ამერიკის, გერმანიის და სხვა ქვეყნების საოპერო სცენებზე. 1924–25 მისი უკანასკნელი სეზონი იყო. ავადმყოფობის გამო ჩამოშორდა სცენას. ეწეოდა პედ. მოღვაწეობას. ა. ცამციშვილი.