თარხნიშვილი ვახტანგ

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თარხნიშვილი ვახტანგ აბრამის ძე (29. X. 1948, ასპინძა, – 22. XI. 2008, თბილისი), ინჟინერმშენებელი. ტექ. მეცნ. დოქტორი (1997), პროფესორი (2000). 1972 დაამთავრა სპიის სამშ. ფაკტი. 1972–74 მუშაობდა ქ. ბარნაულში (ალტაის მხარე) სამუშაოთა მწარმოებლად, 1974 ი-დან – სპი-ში სამშ. კონსტრუქციების კათედრასთან არსებულ სამეცნ.კვლ. ლაბორატორიაში ინჟინრად. 2000 ი-დან ამავე კათედრის პროფესორია. 1976–86 მუშაობდა ინჟინერკონსტრუქტორად თბილ. სამშ. ტრესტ `ინჟმშენის” საპროექტო ჯგუფში. პარალელურად ლექციებს კითხულობდა სპიის მექანიკამანქანათმშენებლობისა და სატრანსპ. ფაკტებზე, იყო ხარისხის მიმნიჭებელი საბჭოს წევრი, 2005–06 – ქართუ ჯგუფში შპს `ბურჯის” ინჟინერკონსტრუქტორი, 2006–08 – შპს `ქართუ მშენებელის” კონტროლისა და ტექ. ზედამხედველობის სამსახურის წამყვანი სპეციალისტი. თ-ის კვლევების მიმართულებაა ლითონის კონსტრუქციების ნაკეთობათა შედუღება, ნავთობისა და გაზის მილსადენისა და საცავების ლითონის კონსტრუქციები, მათი გაშვება, სრულყოფა და გამოყენება მშენებლობაში. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნ. შრომა, აქვს გამოგონებები. თხზ.: Расчëт тонких упругих пластин и оболочек с отверстиями, Тб., 1990.