თარხნიშვილი თამარ

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თ თარხნიშვილი.png

თარხნიშვილი თამარ არჩილის ასული (15. III. 1912, თბილისი, – 14. III. 2007, იქვე), მსახიობი. საქართვ. სახ. არტისტი (1966), სწავლობდა თბილ. სახელმწ. კონსერვატორიაში (ფორტეპიანოს კლასი). სასცენო მოღვაწეობა დაიწყო 1938 თბილ. შოთა რუსთაველის სახ. თეატრში. როლები: რუქაია (ა. სუმბათაშვილიუჟინის `ღალატი”), კლარიჩე (კ. გოლდონის `ორი ბატონის მსახური”), მარტინა (ფ. დიუმანუარისა და ა. დენერის `დონ სეზარ დე ბაზანი”), იოკასტე (სოფოკლეს `ოიდიპოს მეფე”), ნინო (ვ. კანდელაკის `ქართლის ჩირაღდნები”), მანანა ორბელიანი (მ. მრევლიშვილის `ნიკოლოზ ბარათაშვილი”), მადამ პიჩემი (ბ. ბრეხტის `სამგროშიანი ოპერა”), ნუცა (მ. ელიოზიშვილის `ბებერი მეზურნეები”), ელისაბედი (თ. ჭილაძის `მოულოდნელი სტუმარი”), მარია ხოსეკა (ფ. გარსია ლორკას `ბერნარდა ალბას სახლი”), ბებია (გ. ფანჯიკიძის `მეშვიდე ცა”), ბანოვანი (ბ. ბრეხტის `კავკასიური ცარცის წრე”), ცირა (თ. მეტრეველის `შეშლილი, შეშლილი ახალი წელი”) და სხვ.

თ თარხნიშვილი ღალატი.jpg