თარხნიშვილი მარიამ

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მ ე თარხნიშვილი.png

თარხნიშვილი მარიამ (მარო) ესტატეს ასული (1891), სოფ. კავთისხევი, ახლანდ. კასპის მუნიციპალიტეტი, – 1969, თბილისი), მომღერალი, ქართული ხალხური სიმღერების ცნობილი შემსრულებელი. საქართვ. სახ. არტისტი (1956). 1910 თმა გორში დააარსა ქართლკახური სიმღერების გუნდი და მისი უცვლელი ლოტბარი იყო. დიდი ამაგი დასდო საქართველოში მხატვრული თვითმოქმედების განვითარებას. თის გუნდის მდიდარი რეპერტუარიდან აღსანიშნავია სიმღერები: `ჭონა”, `ბერიკაცი”, `ნამგლური”, `გარეკახური საცეკვაო”, `მუშური”, `თამარ ქალო”, `კახური მრავალჟამიერი” და სხვ. თ. გუნდის ფონზე დიდი ოსტატობით ასრულებდა ცალფა შრომის სიმღერებს – `ურმულს”, `ოროველას”, აგრეთვე არიას `დაიგვიანეს” ნ. სულხანიშვილის ოპერა `პატარა კახიდან”. თის გუნდში მრავალი ხალხ. მომღერალი აღიზარდა [ვ. ცოფურიშვილი, ლ. ქარუხნიშვილი, ე. თარხნიშვილი (მაროს და) და სხვ.]. მრავალმა მათგანმა შეისწავლა საგუნდო ხელოვნება (გ. ვარდიაშვილი, ვ. კობახიძე, რ. თურქიძე და მაროს ქალიშვილი – თ. თარხნიშვილი). თავისი კონცერტებით თ. ფართო პროპაგანდას უწევდა ქართ. ხალხ. სიმღერას. დაკრძალულია დიდუბის პანთეონში. ლიტ.: გეგეჭკორი ლ., ქართული ხალხური სიმღერის ოსტატები, წგ. 2, თბ., 1958; თარხნიშვილი მ., 50 ქართლკახური სიმღერა (სანოტო კრებული თანდართული დისკებით), თბ., 2008; მესხი თ., ქართული სიმღერის დედა, «ლიტერატურა და ხელოვნება», 2007, #3. გ. ჩხიკვაძე.

თარხნიშვილი გუნდთან.jpg