თარხნიშვილი მიხეილ

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მ ს თარხნიშვილი.png

თარხნიშვილი მიხეილ (მიქელ) სტეფანეს ძე (12. I. 1897, ქ. ახალციხე, – 15. X. 1958, რომი, დაკრძალულია ვატიკანში მოღვაწე უცხოელ მამათა საერთო აკლდამაში), ქართველი ფილოლოგი. იკვლევდა ძვ. ქართ. ქრისტ. აღმოსავლეთისა და ბიზანტ. ლიტერატურათა, საქართვ. ეკლესიისა და სას. მწერლობის ისტ. საკითხებს. ცხოვრება და მოღვაწეობა მოუხდა სამშობლოს გარეთ. 1913–17 სწავლობდა კონსტანტინოპოლის (სტამბოლი) ქართვ. კათოლიკეთა სამონასტრო სკოლაში, 1917იდან 1919მდე – გერმანიაში, ეტალის ბენედიქტელთა სააბატოში. 1919 მცირე ხნით დაბრუნდა საქართველოში, მაგრამ იმავე წელს კვლავ სტამბოლში გაემგზავრა და სამშობლოში აღარც დაბრუნებულა. 1924 ავსტრიაში გაემგზავრა და სანტაგაბრიელის საღვთო სიტყვის საზბაში დაასრულა ფილოლ. და ფილოს. განათლების კურსი. 1931იდან რომში მოღვაწეობდა. 1931 წ. 6 აგვ. ეკურთხა მღვდლად გროტაფერატას ბერძნ. სააბატოში. 1930–33 სწავლობდა რომის პაპის აღმოსავლეთის ინტში, რის დამთავრების შემდეგ დაიცვა დისერტაცია და მიიღო დოქტორის სამეცნ. ხარისხი. 1935იდან ცხოვრობდა საფრანგეთში, ბელგიასა და გერმანიაში. 1943იდან დამკვიდრდა რომში. თმა გამოავლინა, შეისწავლა და გამოაქვეყნა უცხ. წიგნთსაცავებში დაცული ქართ. მასალა. გრაცის უნტისა და ვატიკანის ბკებში დაცული ქართ. ხელნაწერების მიხედვით გამოსცა `ჟამის წირვათას” ქართ. რედაქციები ლათ. თარგმანითურთ (1950), გრიგოლ ბაკურიანის `პეტრიწონის ქართველთა მონასტრის ტიპიკონი” (1954), `იერუსალიმის ეკლესიის დიდი ლექციონარი” (1959), კ. კეკელიძის `ძველი ქართული მწერლობის ისტორიის” I ტომის თარგმანი გერმ. ენაზე ი. ასფალგთან ერთად. ამ თარგმანის საფუძველზე დაიწერა `ქართული სასულიერო ლიტერატურის ისტორია” (1955). ამავე წელს გამოაქვეყნა ეგვიპტეში, თებეს ნეკროპოლში აღმოჩენილი ქართ. წარწერები, შეადგინა ქართ.ფრანგ. ლექსიკონი. თ. აქტიურად თანამშრომლობდა ევროპის ავტორიტეტულ ჟურნალებთან, განსაკუთრებით ჟურნ. `ბედი ქართლისასთან”, ევრ. ენციკლოპედიებს აწვდიდა მასალებს საქართველოს შესახებ. თხზ.: წერილები, წგ. 1. ქართული ეკლესიის ისტორია, თბ., 1994. ლიტ.: Bედი Kარტლისა, ტ. 4–5, პარიზი, 1958; ტ. 6–7, პარიზი, 1959. თ. ჭუმბურიძე.