თარხუჯი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თარხუჯი, ქართველი ერისთავის კონსტანტი (კოსტანტი) კახის ძე. 853 წ. 26 აგვისტოს მამასთან ერთად ბუღა თურქის არაბმა მეომრებმა შეიპყრეს. მოხსენიებულია ატენის სიონის 853 ფრესკულ წარწერაში. წყარო: ქართული წარწერების კორპუსი. ფრესკული წარწერები, I, გ. აბრამიშვილის და ზ. ალექსიძის გამოც., თბ., 1989