თაფლოვანი მცენარეები

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თაფლოვანი მცენარეები, ფარულთესლოვანი მცენარეების დიდი ჯგუფი, რთა ყვავილებისაგან ფუტკრები ნექტარსა და ყვავილის მტვერს აგროვებენ და ამუშავებენ – ნექტარს აქცევენ თაფლად, მტვერს – ჭეოდ. ნექტარს მცენარე აგროვებს სპეც. ჯირკვლებში – სანექტრეებში, რებიც ყვავილის ნასკვსა და მტვრიანების ძირშია მოთავსებული და სხვადასხვა ფორმა აქვს. საქართველოში 600მდე თაფლოვანი მცენარეა. მათგან პრაქტ. მნიშვნელობა აქვს 50მდე სახეობას. ისინი გავრცელებულია როგორც დაბლობისა და მთის ტყეებში, ისე სუბალპ. და ალპ. მდელოებზე. თ.მის სახეობრივი შემადგენლობა და ყვავილობის ვადები სხვადასხვაა. არის ისეთი თ.მც, რთაგან მიღებული თაფლი არათუ `ათრობს” ადამიანს, არამედ წამლავს კიდეც (მაჯაღვერი, მელიქაური, იელი, თამბაქო), თაფლოვანი ხემცენარეებიდან საუკეთესოდ ითვლება ცაცხვი ­(Tilia begonifolia, იზრდება მთელ საქართველოში, მთის შუა სარტყლამდე, ტყეებში, ტყის პირებსა და მდინარეთა ხეობებში), წვრილფოთოლა ცაცხვი (T. cordata, გვხვდება მთიულეთსა და თუშფშავხევსურეთში, უპირატესად მთის ზედა სარტყლის ტყეებში), ცრუ აკაცია (Robinia pseudoacacia, ფართოდ არის კულტივირებული საქართვ. თითქმის ყველა რნში, ზოგჯერ გაველურებულიცაა), ქაცვი (Hip pophae rhamnoides, უმთავრესად აღმ. საქართველოში იზრდება, ქმნის გაუვალ რაყას მდინარეთა ხეობებში). ბალახებიდან საუკეთესო თაფლოვანი მცენარეებია: ესპარცეტის სახეობები, მაგ. კახური ესპარცეტი (Onobrychis kachetica), რ-იც ქართლისა და კახეთის დაბლობ ადგილებში იზრდება; მესხური ესპარცეტი ­(O. meschetica) კი მხოლოდ ახალციხის ქვაბულსა (მესხეთი) და მდ. აჭარიწყლის ხეობაში (ხულოს მიდამოები) გვხვდება; სამყურას ზოგიერთი მრავალწლოვანი სახეობა, მაგ., ბანჯგვლიანი სამყურა (Trifolium trichocephalum), ჭაღარა სამყურა ­(T. canescens), ალპური სამყურა T. alpestre), წითელი სამყურა ­(T. pratense) და სხვ., ყველა ეს სახეობა გავრცელებულია თითქმის მთელ საქართველოში; პირველი ორი სახეობა ძირითადად მაღალმთის ტენიანი მდელოების კომპონენტებია; სამკურნალო ძიძო ­(Melilotus officinalis) იზრდება მთელ საქართველოში მთის ქვედა სარტყლიდან მოკიდებული ზედა სარტყლამდე. ხუთყურას ერთი სახეობა (Dorycnium graecum) უფრო დას. საქართველოში, კირქვიანებზე არის გავრცელებული. ლ. ხინთიბიძე.