თაქთაქიშვილი ელიზბარ

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თაქთაქიშვილი ელიზბარ, ქართლის თავადი, 1765 ერეკლე II-ის წინააღმდეგ მოწყობილი შეთქმულების მონაწილე. იყო ერეკლე II-ის მოწინააღმდეგე მსხვილი ფეოდალების ახლო ნათესავი – თის მეუღლე მარიამი გივი ამილახვრის შვილი იყო, ხოლო ასული თინათინი – აღნიშნული შეთქმულების ერთერთი აქტ. წევრის დავით ბატონიშვილის (აბდულაბეგის ძის) ცოლი. შეთქმულების დამარცხების შემდეგ თ-ს ყმამამული ჩამოართვეს და სიკვდილით დასაჯეს.