თაქთაქიშვილი თამარ

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თ თაქთაქიშვილი.png

თაქთაქიშვილი თამარ შალვას ასული (17. III. 1928, თბილისი, – 17. XI. 2005, იქვე), მომღერალი (ლირ. დრამ. სოპრანო). საქართვ. სახ. არტისტი (1975). 1951 დაამთავრა თბილ. ვ. სარაჯიშვილის სახ. სახელმწ. კონსერვატორია (პროფ. ო. ბახუტაშვილშულგინას კლასი). 1951–73 თბილ. საოპერო თეატრის სოლისტი იყო. 1973იდან აქვე მუშაობდა რეჟისორის ასისტენტად. მისი საშემსრულებლო ხელოვნებისათვის დამახასიათებელია მაღალი პროფესიონალიზმი, ვოკალურსცენური ოსტატობა. შესრულებული აქვს მრავალი საინტერესო, შთამბეჭდავი სახე (საოპერო პარტია), რთაგან განსაკუთრებით გამოირჩევა ეთერი, მარო (ზ. ფალიაშვილის `აბესალომ და ეთერი”, `დაისი”), მზია (ო. თაქთაქიშვილის `მინდია”), ლერწამისა (ა. კერესელიძის `ბაშიაჩუკი”), ტოსკა, ბატერფლაი (ჯ. პუჩინის `ტოსკა”, `ჩიოჩიოსანი”), ნედა (რ. ლეონკავალოს `ჯამბაზები”), მარგარიტა (შ. გუნოს `ფაუსტი”), ლეონორა (ჯ. ვერდის `ტრუბადური”), სოფია (ს. პროკოფიევის `სემიონ კოტკო”) და სხვ. 1976იდან პედ. მოღვაწეობას ეწეოდა კონსერვატორიის საოპერო მომზადების კათედრაზე.

დაისი.png