თაქთაქიშვილი ლევან

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ლ თაქთაქიშვილი.png

თაქთაქიშვილი ლევან ევალდის ძე (20. VIII. 1931, თბილისი, – 2. VI. 2003, იქვე), კინორეჟისორი. საქართვ. ხელოვნ. დამს. მოღვაწე (1979). მუშაობდა საქართვ.სატელევიზიო ფილმების სტუდიაში. დადგა სატელევიზიო ფილმიოპერა `ჯილდო” (კომპოზიტორი ო. თაქთაქიშვილი, მ. ჯავახიშვილის ამავე სახელწოდების მოთხრობის მიხედვით, 1964). გადაიღო სხვადასხვა ჟანრის შემეცნებითი ფილმები სატელევიზიო ეკრანისათვის, მათ შორის: `ისევ ნონა” (1972), `მოგონება” (1974), `მომღერალი თიხა” (1975, ქართ. კერამიკის ისტორიასა და თანამედროვეობაზე), `ფერთა სიმფონია” (1977, თეატრის მხატვარ სოლიკო ვირსალაძეზე), `მოგზაურობა არზრუმში” (1978), `საწნახელი” (1980), `პალიასტომი” (1980), `ძველი ქართული მოზაიკა” (1981), `ბუნების საუნჯე” (1982), `სამჭედლო” (1984), `აკადემიკოსი ივანე ბერიტაშვილი” (1985), `კავკასიონი” (1989), `დავით გარეჯი” (1991), `წერილები სალონიკიდან” (1996), `აბრეშუმის გზა” (1997) და სხვ., რამდენიმე მუს. ფილმი, მათ შორის ქორეოგრაფიული კომპოზიცია ს. პროკოფიევის მუსიკაზე `კლასიკური სიმფონია” (1974, ქორეოგრაფი გ. ალექსიძე). თს შემოქმედებისათვის დამახასიათებელია თემატიკის მრავალფეროვნება, ეროვნ. ღირებულებებისადმი ინტერესი, მაღალი პროფესიონალიზმი, ფაქიზი გემოვნება. მ. კერესელიძე.