თაქთაქიშვილი მიხეილ

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თაქთაქიშვილი მიხეილ ივანეს ძე [10(22). VII. 1872, სოფ. ქვემო ხვითი, ახლანდ. გორის მუნიციპალიტეტი, – 28. IX. 1954, თბილისი], პედაგოგი. საქართვ. დამს. მასწავლებელი (1944), მთარგმნელი, საზ. მოღვაწე. 1889 დაამთავრა თბილ. ვაჟთა I კლასიკური გიმნაზია. 1895, ნოვოროსიის (ოდესა) უნტის ფიზიკამათ. ფაკტის დამთავრების შემდეგ, მუშაობდა ფიზ. და მათ. მასწავლებლად თბილ. მოზრდილთა საღამოს და ელისვეტასლის (აზერბ.) ვაჟთა გიმნაზიაში. 1905 დანიშნეს ბაქოს კომერც. სასწავლებლის ინსპექტორად (დირექტორი), სადაც ჩამოაყალიბა ქართველთა შორის წერაკითხვის გამავრცელებელი საზბის ფილიალი. ბაქოში ხელმძღვანელობდა ქართ. დრამ. დასის გამგეობას. მისი წასვლის შემდეგ დაწესდა თის სახ. სტიპენდია. 1921 ი-დან ასწავლიდა თსუსა და თბილ. პოლიტექნიკურ ინტში. 1928–29 დააარსა ყვარლისა და ბორჯომის სატყეო ტექნიკუმები. 1930–53 განაგებდა ფიზ. და მათ. კათედრას საქართვ. ზოოტექ.სავეტერინარო ინტში. ლექციებს კითხულობდა სას.სამ. და მცენარეთა დაცვის ინტებში. მისი წერილები იბეჭდებოდა `ცნობის ფურცელში”, `სახალხო გაზეთში”, `თეატრი და ცხოვრებაში” და სხვ. თხზ.: უმაღლესი მათემატიკის შესავალი, თბ., 1934; უმაღლესი მათემატიკის საფუძვლების დანაწილება და მეთოდური მითითებანი, თბ., 1936.