თაქთაქიშვილი ოთარ

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ო თაქთაქიშვილი.png

თაქთაქიშვილი ოთარ ვასილის ძე (27. VII. 1924, თბილისი, – 21. II. 1989, იქვე), კომპოზიტორი. საქართვ. (1961) და სსრკ (1974) სახ. არტისტი, შოთა რუსთაველის სახ. სახელმწ. პრემიის (1987), სსრკ სახელმწ. (3 გზის – 1951, 1952, 1967) და ლენინური პრემიის (1983) ლაურეატი. 1947 დაამთავრა თბილ. კონსერვატორია (ს. ბარხუდარიანის საკომპოზიციო კლასი). 1947–52 იყო საქართვ. საგუნდო კაპელის კონცერტმაისტერი და დირიჟორი, 1952–56 – სამხატვრო ხელმძღვანელი, 1959იდან – თბილ. კონსერვატორიის პედაგოგი (1966იდან – პროფესორი), ხოლო 1962–65 – რექტორი. თ. იყო სსრკის კომპოზიტორთა კავშირის მდივანი (1957–62), საქართვ. კომპოზიტორთა კავშირის თავმჯდომარე (მცირე ხნით, 1962), საქართვ. კულტ. მინისტრი (1965–84). მისი შემოქმედება ჟანრობრივად მრავალფეროვანი და თემატურად მდიდარია, აღმოცენებულია მკვიდრ ეროვნ. საფუძველზე. თის მნიშვნელოვანი ნაწარმოებებია: ოპერები – `მინდია” (1961, დაიდგა საქართველოსა და საზღვარგარეთის 10 ქვეყნის სცენაზე), `სამი ნოველა” [1967, თბილ. ოპერისა და ბალეტის თეატრი; სახელწოდებით `სამი სიცოცხლე” დაიდგა აგრეთვე მოსკოვში სტანისლავსკისა და ნემიროვიჩდანჩენკოს სახ. მუს.დრამ. თეატრში (1972) და ბრატისლავაში (1974)], `მთვარის მოტაცება” (1977, პრემიერა სსრკის დიდ თეატრში, 1978 – თბილ. ოპერისა და ბალეტის თეატრში); კომიკური ოპერები – `მუსუსი” (1978) და `პირველი სიყვარული” (1980, თბილისი); ერთმოქმედებიანი – `მარიტა” (1988, გ. ლეონიძის მიხედვით); სიმფ. პოემა `მწირი” (1956), 4 საფორტეპიანო კონცერტი (1951–83), სავიოლინო კონცერტი (1977), ჩელოს კონცერტი (1978), საფორტეპიანო კვინტეტი (1986), ვოკალური ციკლები ვაჟაფშაველასა და გ. ტაბიძის ლექსებზე (1959), ორატორიები `ჩაუქრობელი კერა” (1964; II რედ. 1970), `რუსთაველის ნაკვალევზე” (1964, ი. აბაშიძის ამავე სახელწ. ლექსების ციკლის მიხედვით), `ნიკოლოზ ბარათაშვილი” (1970), კანტატები – `გურული სიმღერები” (1971), `მეგრული სიმღერები” (1972, სიუიტა სოლისტის, ვოკალური ოქტეტისა და კამერული ორკესტრისათვის), `სატრფიალო სიმღერები” (1974), `აკაკის ჩანგი” (1983, სიუიტა სოლისტების, გუნდისა და საკრავიერი ანსამბლისათვის), საგუნდო და საკრავიერი პიესები, მუსიკა დრამ. სპექტაკლებისათვის (`ოიდიპოს მეფე” – თბილ. შოთა რუსთაველის სახ. თეატრის დადგმა, `ზამთრის ზღაპარი” – მოსკ. სამხატვრო თეატრის დადგმა).

ო თაქთაიშივლი სადირიჯორო პულტთან.png

თ. იყო საქართვ. სსრ სახელმწ. ჰიმნის (1945–90) ავტორი; იუნესკოსთან არსებული საერთაშ. მუს. საბჭოს პრეზიდიუმის წევრი; ლენინური პრემიის კომიტეტის წევრი; თბილ. საპატიო მოქალაქე (1985). მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები. ლიტ.: ახმეტელი მ., ო. თაქთაქიშვილი, «საბჭოთა ხელოვნება», 1967, #9; დონაძე ლ., ოთარ თაქთაქიშვილის შემოქმედება (I პერიოდი), იქვე, 1984, #7; ტორაძე გ., ოდა სულმნათს, იქვე, 1966, #10; ჩხიკვაძე გ., საქართველოს საბჭოთა კომპოზიტორები, თბ., 1956; ჭირაქაძე გ., ოთარ თაქთაქიშვილის გვერდით, თბ., 1999 (ქართ. და რუს. ენებზე). გ. ტორაძე. ოთარ თაქთაქიშვილის სახლმუზეუმი, დაარსდა 1998, გაიხსნა 1999 ივნისში. დაცულია კომპოზიტორის სამუშაო ოთახის ინტერიერი; სახლზე არის მემორიალური დაფა (თბილისი, ოთარ თაქთაქიშვილის ქ. 7).