თაქთაქიშვილი შალვა

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

შ თაქთაქიშვილი.png

თაქთაქიშვილი შალვა მიხეილის ძე (27. VIII. 1900, სოფ. ქვემო ხეითი, ახლანდ. გორის მუნიციპალიტეტი, – 18. VII. 1965, თბილისი), კომპოზიტორი. საქართვ. ხელოვნ. დამს. მოღვაწე (1949). 1928 დაამთავრა თბილ. ვ. სარაჯიშვილის სახ. სახელმწ. კონსერვატორია (ს. ბარხუდარიანის საკომპოზიციო კლასი). 1937იდან იყო თბილ. კონსერვატორიის პედაგოგი (1941იდან – პროფესორი). ხელმძღვანელობდა საოპერო კლასს, დირიჟორობდა საოპერო სტუდიის სპექტაკლებს. იყო `ახალგაზრდა ქართველ მუსიკოსთა საზოგადოების” ერთერთი ორგანიზატორი (1922). ნაწარმოებები: ოპერები – `დეპუტატი” (1939, დაიდგა 1940) და `ოთარაანთ ქვრივი” (1942); საბავშვო ოპერები – `ყვავილთა სამყარო” (1922), `პირველი მაისი” (1924), `შემოდგომა” (1925), `განთიადი” (1923, დაიდგა 1926); ბალეტი `მალთაყვა (1932, დაიდგა 1937); `სიმფონიეტა” (1954), `საზეიმო უვერტიურა” (1944), კონცერტი ჩელოსა და ორკესტრისათვის (1932), ორი სიმებიანი კვარტეტი [ამ ჟანრის პირველი თვალსაჩინო ნიმუშები ქართ. მუსიკაში (1931, 1933)], 2 საფორტეპიანო ტრიო (1944, 1946), რომანსები, სიმღერები და სხვ. ლიტ.: ხუჭუა პ., შალვა თაქთაქიშვილი, თბ., 1962. გ. ტორაძე.