თაქ-ქილისა

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თაქქილისა ფერისცვალების ეკლესია.jpg

თაქ-ქილისა, ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი წალკის მუნიციპალიტეტში, სოფ. ბეშთაშენის მახლობლად. აზერბ. ენაზე ნიშნავს ერთ ეკლესიას. მართლაც, აქ, გზის პირას, დგას ერთი, ადრეული შუა საუკუნეების სამნავიანი ბაზილიკა – ფერისცვალების ეკლესია. ინტერიერი ბოძების ორი წყვილით სამ ნავადაა დანაწევრებული. შუა ნავი მაღალია და ფართო. ყოველ ნავს ცილინდრული კამარა ხურავს. ბოძების დას. წყვილსა და მიმდებარე კედლებს შორის, მოგვიანებით ახალი კედლები ჩაუშენებიათ და ბაზილიკის გვერდითი ნავების ბოლოში მცირე სადგომები მოუწყვიათ, რებსაც შესასვლელი ცენტრალური ნავიდან აქვთ. საკურთხეველი ეკლესიის იატაკის მიმართ ერთი საფეხურითაა შემაღლებული. კარი სამხრიდან და დასიდანაა. ეკლესია შიგნით შელესილი და შეთეთრებულია. გარედან კი მოპირკეთებული იყო კარგად დამუშავებული ქვით, რებიც ძირითადად აღმ., დას. და ჩრდ. კედლების ქვედა ნაწილებს შემორჩათ. კედლების დიდი ნაწილი კი, ნატეხი ქვითაა აღდგენილი. აღმ. და დას. კედელში ჩასმულია ქვები, რებზეც ამოკვეთილია ყურძნის მტევნები, მტრედები, იხვები და სხვა გამოსახულებანი. ეკლესიის კარნიზს თაროს ფორმა აქვს; სახურავი კრამიტისაა. კედლებში, აქაიქ, ჩასმულია ასომთავრულით შესრულებული (თუმცა დაზიანებული) წარწერებიანი ქვები. ეკლესიის სამხრ. შესასვლელის წინ დგას XIX ს. ნათალი ქვით ნაშენი,. თაღებით გახსნილი სამსართულიანი სამრეკლო, რის I სართული ეკლესიის კარიბჭის დანიშნულებას ასრულებს. 1998 ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა ეკლესია შეაკეთეს. ლიტ.: Такайшвили Е. С., Археологические экскурсии, разыскания и заметки, вып. 4, Тфл., 1913.