თაღი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თაღი.png

თაღი, კედელში დაყოლებული ღიობის ან ორ საბრჯენს (ბოძები, სვეტები, პილონები და სხვ.) შორის მდებარე სივრცის მრუდწირული გადახურვა მალის სიგრძის, დატვირთვისა და დანიშნულების მიხედვით. თს აკეთებენ ქვით, რკინაბეტონით, ლითონით, ხით. თის საბრჯენ კვეთს ქუსლი ეწოდება, ხოლო მის უმაღლეს, შუა კვეთს – კლიტე. მისი მოხაზულობა სხვადასხვაგვარია: ნახევარწრიული (ყველაზე გავრცელებული სახე), ისრული (დამახასიათებელია გოტიკური არქიტექტურისათვის), ნალისებრი (გავრცელებულია არაბული ქვეყნების არქიტექტურაში), კილისებრი, მრავალფრთიანი, მცოცავი (სხვადასხვა სიმაღლის საბრჯენებზე) და სხვ. პირველად თ. (ქვისა) გამოჩნდა ძვ. აღმოსავლეთში, სადაც მშენებლობისთვის ვარგისი ხის უქონლობის გამო ვერ აკეთებდნენ დიდმალიან კოჭოვან გადახურვებს. შემდეგ თს ფართოდ იყენებდნენ ანტ. რომის არქიტექტურაში (შენობები, აკვედუკები, სატრიუმფო თაღები). თ. დღესაც ხუროთმოძღვრების მნიშვნელოვან ელემენტად რჩება. ცალკე აღმართული სატრიუმფო ან შენობასთან დაკავშირებული თ. ხშირად განსაზღვრავს ანსამბლის ხასიათს.

მოძიებულია „http://georgianencyclopedia.ge/index.php?title=თაღი&oldid=8279-დან“