თაღლაურის სამაროვანი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თაღლაურის სამაროვანი, ძვ. წ. XIII–XII სს. არქეოლოგიური ძეგლი სოფელ იყალთოს ჩრდილოაღმოსავლეთ ნაწილში, ადგილ თაღლაურში (ახლანდ. თელავის მუნიციპალიტეტი). 1964 შემთხვევით აღმოჩნდა 1 ორმოსამარხი. 1977 იქვე გამოვლინდა მეორე ორმოსამარხი. შეისწავლა ივ. ჯავახიშვილის სახ. საქართვ. ისტორიის არქეოლ. და ეთნოგრ. ინტის კახეთის არქეოლ. ექსპედიციამ (ხელმძღვ. კ. ფიცხელაური). ორმოსამარხები ოთხკუთხაა. მისი ზომებია: 2 X1,60; 1,80 X1,30. პირველად აღმოჩენილ ორმოსამარხში მიცვალებული ესვენა მარჯვ. გვერდზე, მოხრილი კიდურებით, თავით ჩრდკენ, მეორე მიცვალებულის დაკრძალვის პოზის დადგენა არ მოხერხდა. მიცვალებულებს ჩატანებული ჰქონდათ დერგი, სადღვებელი, ქილა, ქვაბქოთანა, ქოთანი, ბადია, სურა, სასმისი, აგრეთვე ბრინჯაოს შედგენილტარიანი სატევარი, ზამბარისებური სვია, ბოლოებგახსნილი 2 ბეჭედი, შუბისპირი, რსაც მასრაზე 2 სამსჭვალე ნახვრეტი აქვს და რელიეფური სალტე შემოუყვება. მასალა ინახება თელავის ისტ. მუზეუმში. ლიტ.: მაისურაძე ბ., იორალაზნის ზემო დინების გვიანბრინჯაორკინის ხანის არქეოლოგიური ძეგლები, თბ., 1993; ნუცუბიძე ა., ალაზნის ველის ძვ.წ. XIV–XII სს. არქეოლოგიური ძეგლები, თბ., 1981. ც. მენაბდე.