თაღნარი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თაღნარი, შენობის ფასადზე ან შიგა კედლებზე გამოყვანილი ყრუ თაღედი, რიც დეკორაციულპლასტ. დამუშავების მიზნებს ემსახურება და ზოგჯერ ოთხივე მხარეს უვლის შენობას. X–XIII სს. ქართ. ხუროთმოძღვრებაში გავრცელებული იყო ფასადების ხუთთაღიანი კომპოზიცია (ოშკის, ბაგრატის, ალავერდის, სვეტიცხოვლის და სხვ. ტაძრები).