თაყაიშვილი ალექსანდრე

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ა თაყაიშვილი.png

თაყაიშვილი ალექსანდრე ალექსანდრეს ძე (29. IX. 1895, დაბა აღბულაღი, ახლანდ. ქ. თეთრი წყარო, – 30. IX. 1958, თბილისი), რეჟისორი და მსახიობი. თბილ. მოზარდ მაყურებელთა ქართ. თეატრის ორგანიზატორი და ფუძემდებელი. საქართვ. სახ. არტისტი (1941). თბილ. I გიმნაზიის დამთავრების შემდეგ სწავლობდა კიევისა და მოსკ. უნტების იურიდ. ფაკტებზე, შემდეგ – თბილ. რუს. დრამის თეატრის სტუდიაში. 1928–45 მუშაობდა მოზარდ მაყურებელთა ქართ. თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად. 1945–56 იყო თბილ. ა. გრიბოედოვის სახ. რუს. დრამ. თეატრის მთ. რეჟისორი. თმა მოზარდ მაყურებელთა ქართ. თეატრში დადგა სპექტაკლები: ნ. საცის `ფრიც ბაუერი”, ს. ზაიაცკის `რობინ ჰუდი”, ს. მთვარაძის `სურამის ციხე”, ე. შვარცის „წითელქუდა”, ა. წერეთლის `პატარა კახი”, მოლიერის `სკაპენის ოინები”, უ. შექსპირის `რომეო და ჯულიეტა” და სხვ.; ა. გრიბოედოვის თეატრში – ნ. გოგოლის `რევიზორი”, ა. კორნეიჩუკის „ძახველის ჭალა”, ა. შტეინის `პერსონალური საქმე”, მ. გორკის `ვასა ჟელეზნოვა”, ა. გრიბოედოვის „ვაი ჭკუისაგან” და სხვ.; კ. მარჯანიშვილის თეატრში – ნ. გოგოლის `რევიზორი”. მისი სპექტაკლები გამოირჩეოდა ორიგინალობით, მხატვრული სიმართლით, დახვეწილი გემოვნებით. თს 1926იდან იღებდნენ კინოში. მისი ეკრანული გმირებიდან აღსანიშნავია: ექიმი ვერნერი (`თავადის ასული მერი”, 1926), კაზბიჩი (`ბელა”, 1927), ოვანესა (`გიული”, 1927), ბიუროკრატი (`ჩემი ბებია”, 1929), ალი (`ჰასანი”, 1938), მოსამართლე (`მაგდანას ლურჯა”, 1955) და სხვ. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები. დაკრძალულია დიდუბის პანთეონში. ლიტ.: კევლიშვილი ნ., ალექსანდრე თაყაიშვილი, თბ., 1970. შ. ცუცქირიძე.

ფილმიდან ჩემი ბებია.png