თაყაიშვილი გიორგი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თაყაიშვილი გიორგი კონსტანტინეს ძე (1870, სოფ. ლიხაური, ახლანდ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტი, – XX ს. I ნახ., საფრანგეთი), საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ინჟინერგენერალი (1918). მონაწილეობდა რუს.იაპონიის (1904–05) ომში. 1913 დაამთავრა რუს. სამხ.საინჟ. აკადემია. მსახურობდა კავკ. მე2 მესანგრეთა ბატალიონში. 1915იდან იყო რუს. არმიის ინჟინერპოლკოვნიკი; 1918–21 მსახურობდა ქართ. არმიაში. 1918იდან იყო საქართვ. სამხ. სამინისტროს საინჟ.ტექ. სექციის უფროსი, 1920–21 – საინჟ.ტექ. ჯარების მეთაური. 1921 ემიგრაციაში წავიდა. ლიტ.: კვინიტაძე გ., მოგონებანი (1917–21), ტ. 1, თბ., 1998. ლ. დოლიძე.