თაყაიშვილი დავით

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თაყაიშვილი დავით ოთარის ძე (13. IV. 1959, თბილისი, – 9. VII. 1989, იქვე), ანიმაციური კინოს რეჟისორი, მხატვარი. 1981 დაამთავრა თბილ. შოთა რუსთაველის სახ. თეატრალური ინტის კინოფაკულტეტი (თ. გომელაურისა და გ. კანდელაკის სახელოსნო). ქართ. ფილმის მულტგაერთიანებაში დადგა ფილმები: `ყორანი” (1981), `ჭირი” (1983, კინოს საერთაშ. კინოფესტივალის პრიზი), `ბაბილინა” (1985), `ლეკვი” (`ოჯახი”, 1988), `მოლოდინი” (დასრულდა 1990).