თაყაიშვილი დიმიტრი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თაყაიშვილი დიმიტრი გიორგის ძე (6. I. 1919, თბილისი, – 20. III. 1998, იქვე), ფერმწერი, თეატრისა და კინოს მხატვარი. საქართვ. ხელოვნ. დამს. მოღვაწე (1964). საქართვ. სახ. მხატვარი (1983). საქართვ. მხატვართა კავშირის პირველი მდივანი (1978–82). დაამთავრა თბილ. სამხატვრო აკადემია (1944). მისი პედაგოგები იყვნენ ვ. სიდამონერისთავი, დ. კაკაბაძე, ა. ქუთათელაძე. აქვე ეწეოდა პედ. მოღვაწეობას (1968იდან – პროფესორი). 1945–50 მოღვაწეობდა მოსკოვში, სადაც სხვადასხვა თეატრში ოცამდე სპექტაკლი გააფორმა. 1950იდან თბილისში დაბრუნდა. იყო კ. მარჯანიშვილის სახ. სახელმწ. დრამატული, თბილ. მოზარდ მაყურებელთა ქართ. და ქუთაისის ლ. მესხიშვილის სახ. თეატრების მხატვარი, მთ. მხატვარი, 1957იდან – კინოკონცერნ `ქართული ფილმის” მხატვარი. თს დიდი წვლილი მიუძღვის კინოსა და ტელევიზიის მხატვართა მრავალი თაობის აღზრდასა და დაოსტატებაში. იყო თბილ. სამხატვრო აკადემიაში თავისსავე დაარსებული კინოტელემხატვართა სახელოსნოს უცვლელი ხელმძღვანელი. გაფორმებული აქვს 80ზე მეტი სპექტაკლი და კინოფილმი. სპექტაკლებიდან აღსანიშნავია: გ. ნახუცრიშვილის `კომბლე” (1949), `ახალგაზრდა მასწავლებელი” (1951 – ორივე თბილ. მოზარდ მაყურებელთა ქართ. თეატრი), ბ. ლავრენიევის `რღვევა” (1952), უ. შექსპირის `ოტელო” (1955), `რომეო და ჯულიეტა” (1961; ყველა ქუთაისის ლ. მესხიშვილის სახ. დრამ. თეატრი); კინოფილმებიდან: `განაჩენი” (1961), `თოჯინები იცინიან” (1963), `თეთრი ქარავანი” (1964), `მე ვხედავ მზეს” (1965), `არ დაიდარდო” (1968–69), `პირველი მერცხალი” (1975–76) და სხვ. დაკრძალულია დიდუბის პანთეონში.

დ გ თაყაიშვილი.jpg