თაყაიშვილი ექვთიმე

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ე თაყაიშვილი.png

თაყაიშვილი ექვთიმე სიმონის ძე (5. I. 1862, სოფ. ლიხაური, ახლანდ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტი, – 21. II. 1953, თბილისი), ისტორიკოსი. საქართვ. მეცნ. აკად. აკადემიკოსი (1946), პროფესორი (1918–21, 1945). 1883 დაამთავრა ქუთაისის კლასიკური გიმნაზია, 1887 – პეტერბურგის საიმპერატორო უნტის ისტორიაფილოლ. ფაკტი მეცნ. კანდიდატის ხარისხით. შემდეგ თ. სამშობლოში დაბრუნდა და 1887–94 თბილ. სათავადაზნაურო სკოლასა და კლასიკურ გიმნაზიაში ასწავლიდა ბერძნ. და ლათ. ენებს, ისტორიასა და გეოგრაფიას. 1894–1904 იგი სათავადაზნაურო გიმნაზიას ხელმძღვანელობდა. თ. აქტიურად მონაწილეობდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მუშობაში, რის გამგეობის წევრად დაუსწრებლად აირჩიეს 1888. XIX ს. 90იანი წლებიდან მუშაობა დაიწყო საქართვ. სიძველეთა შეკრებისა და მათი მეცნ. დამუშავებისათვის. პირველი შედეგები 1890 გამოაქვეყნა `ივერიაში” (`საქართველოს წერაკითხვის გამავრცელებელი საზოგადოების” წიგნსაცავებში არსებული ხელნაწერთა აღწერილობები), გამოსცა `სამი ისტორიული ხრონიკა” (მოქცევაQ ქართლისაQ, ცხოვრება და უწყება ბაგრატონიანთა, მესხური მატიანე). 1899–1915 თის რედაქტორობით გამოიცა დოკუმენტთა კრებ. `საქართველოს სიძველენი” (ტ. 1–3). თმა შეისწავლა და გამოიკვლია „პარხლის სახარება“ (1888), ახლებურად წაიკითხა და დაათარიღა შატბერდული „მოქცევაQ ქართლისაQ“, გამოსცა „ახალი ვარიანტი წმ. ნინოს ცხოვრებისა ანუ მეორე ნაწილი ქართლის მოქცევისა“ (1891), `სიბრძნე ბალავარისა” (1895), `მელის წიგნი” (1899), `თიმსარიანი” (1903); მეცნიერულად აღწერა `აბდულმესიანის”, `თამარიანის”, `ამირანდარეჯანიანის”, `როსტომიანის”, `შაჰნავაზიანის”, `ბარამიანის”, `ქილილა და დამანას” და ძვ. ქართ. მწერლობის სხვა ძეგლების ხელნაწერები. დიდ ყურადღებას აქცევდა ქართვ. ხალხ. სიტყვიერების ნიმუშების შეკრებას და გამოცემას, რედაქტორობდა `ხალხური სიტყვიერების” ორტომეულს (1915–18), აღმოაჩინა და მეცნ. კომენტარებით გამოაქვეყნა ქართ. სამართლის მნიშვნელოვანი ძეგლი `გარიგება Hელმწიფის კარისა” (1920), შეაგროვა და აღწერა `ვეფხისტყაოსნის” ხელნაწერთა ერთი ნაწილი – თავი მოუყარა 17 ხელნაწერს (1646 – უძველესი, 1680 – გიორგი XIთვის გადაწერილი), რთაგან ბევრი მეტად საყურადღებო იყო როგორც ვარიანტებით, ისე მხატვრობით; სულ 24 ხელნაწერის შესახებ მოკრიბა ცნობები, გადაარჩინა პელაგია წერეთლისეული ხელნაწერი; ერთერთმა პირველმა შენიშნა, რომ ვახტანგ VIის მიერ გამოცემული `ვეფხისტყაოსანი” ვრცელი ხელნაწერების შემოკლებულ რედაქციას უნდა წარმოადგენდეს. შეისწავლა ბარათაშვილისეული, დადიანისეული, რუმიანცევისეული, ჯანაშვილისეული და მარიამისეული `ქართლის ცხოვრების” ტექსტები (უკანასკნელი გამოაქვეყნა 1906). 1892 თ. ი. ჭავჭავაძესთან ერთად მონაწილეობდა განჯიდან თბილისში ნ. ბარათაშვილის ნეშტის გადმოსვენებაში. მისივე რედაქტორობით წერაკითხვის გამავრცელებელმა საზბამ გამოსცა ნ. ბარათაშვილის თხზულებათა პირველი სრული კრებული. დიდი მნიშვნელობა აქვს თის ნაშრომებს: `არქეოლოგიური ექსკურსიები” (წგ. 1–5, 1905–15), `ხელნაწერთა აღწერილობანი” (ტ. 1–4, 1902–12).

ე თაყაიშვილი სამუშაო კაბინეტში.jpg

თ. ეწეოდა ფართო არქეოლ. საქმიანობას. მისი ხელმძღვანელობით გაითხარა წინაქრისტ. ხანის სასაფლაო დებედის ხეობაში, სოფ. ვორნაკში. დიდი წვლილი მიუძღვის ახალგორის განძის შეგროვებასა და დაცვაში. მან კვალდაკვალ სდია ამ განძის შემსყიდველგადამყიდველებს, განძის უმეტეს ნაწილს თავი მოუყარა და საბოლოოდ კავკ. მუზეუმში დააბინავა. მნიშვნელოვანი იყო თის არქეოლ. მოგზაურობა სამხრ. საქართველოში, პირველი ექსპედიცია შედგა 1902 (თთან ერთად იყვნენ ხუროთმოძღვარი ს. კლდიაშვილი და ფოტოგრაფი ა. მამუჩაიშვილი). გამოკვლეულ იქნა ახალციხისა და ახალქალაქის, აგრეთვე არტაანისა და ოლთისის ოლქების ზოგიერთი ძეგლი. 1907 თმა შეისწავლა არტაანის ოლქის კოლის რნის ძეგლები და დაასრულა ოლთისის ოლქის ძეგლების შესწავლა (თთან ერთად ექსპედიციაში იყვნენ ხუროთმოძღვარი ა. კალგინი და ფოტოგრაფი ვ. ლიოზენი). განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა თის მიერ 1917 მოწყობილ ექსპედიციას (ხუროთმოძღვარი ა. კალგინი, მხატვრები: დ. შევარდნაძე, ლ. გუდიაშვილი და მ. ჭიაურელი), რის დროსაც შესწავლილ იქნა ხახულის, იშხნის, ოშკის, ექექისა და სხვ. ტაძრები, ოთხთა ეკლესია, თორთომის ციხე და სხვ. თმა აღმოაჩინა და გადმოიღო მრავალი ძვირფასი წარწერა, გაარკვია ლიტრაში მანამდე უცნობი ზოგიერთი მონასტრის სახელი, თის არქეოლ. მოგზაურობებმა დიდი როლი შეასრულა ქართ. კულტ. ძეგლების აღწერის, აზომვისა და შესწავლის საქმეში (შეისწავლა მოხატულობა, ჭედური ხატები, საეკლ. ჭურჭელი, მინიატიურები). თის ნაშრომი `მასალები კავკასიის არქეოლოგიისათვის” დაჯილდოებულია რუს. საიმპერატორო არქეოლ. საზბის დიდი ოქროს მედლით (1911 წ. 28 მარტი). 1907 ისტ. მოყვარულთა წრის ბაზაზე თმა დააარსა საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოება (პირველი თავრე იყო 1921 წლამდე, ემიგრაციაში წასვლამდე) და მისი პერიოდული გამოცემა `ძველი საქართველო” (ტ. 1–4, 1909–15). თ. იბრძოდა საქართვ. ეკლესიის ავტოკეფალიის აღსადგენად, აქტიურად მონაწილეობდა თბილ. უნტის დაარსებაში. იგი თავმჯდომარეობდა უნტის დამფუძნებელთა პირველ შეკრებას 1917 წ. 12 მაისს, რიც შედგა თბილისში, პ. მელიქიშვილის ბინაში. თ. იყო ახლად დაარსებული უნტის ერთერთი პირველი პროფესორი, არქეოლ. კათედრის გამგე. ივ. ჯავახიშვილთან ერთად იმთავითვე აირჩიეს `ქართული უნივერსიტეტის საზოგადოების” კომისიაში. 1918 წ. 21 მაისს უნტის საბჭომ მას დისერტაციის დაუცველად (Honoris Causa) მიანიჭა დოქტორის ხარისხი. თის სასწავლო კურსი, არქეოლ. გარდა, მოიცავდა უძველეს წარწერებს, ხელნაწერებს, სიგელგუჯრებს, საქართვ. ეკლესიამონასტრების ისტორიას და სხვ. 1918 წ. 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, თ. გახდა საქართვ. დემოკრ. რესპ. დამფუძნებელი კრების დეპუტატი და თავმჯდომარის მოადგილე. ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართველოს ანექსიის შემდეგ გადაწყდა ეროვნ. განძის საზღვარგარეთ გატანა, რის მეთვალყურედ დამფუძნებელმა კრებამ თ. დანიშნა. 1921 იგი განძთან ერთად საფრანგეთში გაემგზავრა. ნებისყოფისა და თავდაუზოგავი მცდელობის შედეგად თმა საქართვ. საგანძური (ძვირფასი ნივთები და ხელნაწერები თბილ. მუზეუმებიდან, სურათები ეროვნ. გალერეიდან, ზუგდიდის დადიანისეული სასახლის განძეულობა, გელათისა და მარტვილის სამონასტრო ქონება, სახაზინო ქონება, ბორჯომის სასახლის ქონება მდიდარი ბიბლიოთეკებით და სხვ.) მეტად რთულ პირობებში დაიცვა – გაუძლო ინგლისისა და აშშის მუზეუმების შემოტევებს (გარკვეული ნაწილის გაღების სანაცვლოდ დანარჩენი განძის უფასოდ შენახვის პირობა და ა. შ.), მეორე მსოფლიო ომის წლებს, როდესაც საშიშროება იყო, გერმანელებს განძი ოკუპირებული საფრანგეთიდან გაეტანათ. თ. ემიგრაციის წლებშიც ინტენს. სამეცნ. მუშაობას ეწეოდა – მოიძია და გამოაქვეყნა საფრანგეთის საცავებში შემონახული ქართ. ხელნაწერები, აქტიურად მონაწილეობდა სამეცნ. ორგანოების (`ბიზანტიონი”, `გეორგიკა” და სხვ.) საქმიანობაში, აქვეყნებდა გამოკვლევებს საქართვ. ისტორიასა და წყაროთმცოდნეობაში (იხ. თის ნაშრომები: `სომხითსაორბელოს ძეგლების წარწერები”, ნაწ. I, პარიზი, 1929; `ქართული სიძველენი ევროპელ ანტიკვარებთან”, პარიზი, 1929; `პარიზის ნაციონალური ბიბლიოთეკის ქართ. ხელნაწერები და ოცი ქართული საიდუმლო დამწერლობის ნიშანი”, პარიზი, 1933; `მეფეთა და კათალიკოზთა სულთა მატიანე ნიკორწმინდის ხელნაწერში”, პარიზი, 1939 და სხვ.). მის ნაშრომებში წარმოდგენილია მნიშვნელოვანი ცნობების შემცველი მასალა, რის შუქზეც ახლებურად გამოიყურება ზოგიერთი ისტ. ფაქტი, ნათელი ხდება ესა თუ ის მოვლენა, ზუსტდება თარიღები, დგინდება ამა თუ იმ ისტ. პირის ვინაობა. თ. იყო პარიზის ნუმიზმატთა საზბისა (1922) და პარიზის სააზიო საზბის წევრი (1925). 1937–39 ხელმძღვანელობდა `ქართული კულტურული და საარქეოლოგიო მასალების გამოცემის ფონდს”. 1944 ბოლოს, განძის საქართველოში დაბრუნებასთან დაკავშირებით, თ. შეხვდა სსრკ ელჩს საფრანგეთში ა. ბოგომოლოვს და გადასცა ვრცელი მოხსენება გენერალ შ. დე გოლის სახელზე, რის მოსკოვში ვიზიტისას ეს საკითხი დადებითად გადაწყდა. 1945 წ. 11 აპრილს მთელი განძი უკლებლივ დაუბრუნდა საქართველოს. 1945 წ. 10 მაისს თ. აირჩიეს თსუის პროფესორად, 1946 – საქართვ. მეცნ. აკად. ნამდვილ წევრად. 1949 წ. 17 სექტემბერს სსრ კავშირის უმაღლესმა საატესტაციო კომისიამ ოფიციალურად დაუმტკიცა დოქტორის ხარისხი და პროფესორის წოდება. ემიგრაციიდან დაბრუნების შემდეგ იგი თანამშრომლობდა მეცნ. აკად., უნტისა და სახელმწ. მუზეუმის სამეცნ. ორგანოებთან. ცხოვრების ბოლო პერიოდში თ. სახელმწ. უშიშროების მიერ იზოლაციაში მოექცა. მის დაკრძალვას ვაკის სასაფლაოზე მხოლოდ 40მდე ადამიანი ესწრებოდა. დაბადებიდან 100 წლის თავზე თის ნეშტი დიდუბის პანთეონში გადაასვენეს. 2000 წ. 5 მაისის მეუღლესთან ერთად დაიკრძალა მთაწმინდის პანთეონში. მისი მოღვაწეობის შესახებ გადაღებულია დოკ. ფილმი `საქართველოს მეჭურჭლეთუხუცესი” (1985, რეჟ. რ. თაბუკაშვილი). მუზეუმები გაიხსნა თის უკანასკნელ საცხოვრებელ ადგილზე, თბილისში (ვაშლოვანის ქ. # 7) და მშობლიურ სოფელ ლიხაურში. მის სახელს ატარებს გურიანთავაშნარის მუზეუმნაკრძალი გურიაში, მწვერვალი კავკასიონზე, ქუჩა თბილისში. თის ძეგლები დგას თბილისსა და ქუთაისში. მიენიჭა საქართვ. ეროვნ. გმირის წოდება (26. X. 2013). 2013 წელი იუნესკოს ეგიდით თის საიუბილეო წლად გამოცხადდა. 2002 წ. 17 ოქტომბერს საქართვ. მართლმადიდებელმა ეკლესიამ თ. წმინდანად შერაცხა და წმინდა ექვთიმე ღვთისკაცი უწოდა. ხსენების დღეა 3(16) იანვარი, დაწესდა `წმინდა ექვთიმე ღვთისკაცის” მედალი. მის სახელზე აიგო ტაძრები თბილისსა (2008) და კიკეთში (2010).

წმ ექვთიმე ღვთისკაცი.jpg

თხზ.: რჩეული ნაშრომები, ტ. 1, თბ., 1968; 1917 წლის არქეოლოგიური ექსპედიცია სამხრეთ საქართველოში, თბ., 1960. ლიტ.: აკადემიკოს ექვთიმე თაყაიშვილის არქივი, ე. კელენჯერიძის გამოც., თბ., 1972; აკადემიკოსი ექვთიმე თაყაიშვილი. ცხოვრება და მოღვაწეობა. სტ. კრებული, თბ., 1966; მეგრელიძე ი., ექვთიმე თაყაიშვილი, თბ., 1990; მეტრეველი რ., ბადრიძე შ., ექვთიმე თაყაიშვილი, თბ., 1962; სურგულაძე ა., ექვთიმე თაყაიშვილი, თბ., 1977; ექვთიმე თაყაიშვილის დაბადებისა და ნათლობის თარიღების საეკლესიო ჩანაწერი, იხ. კრ.: `დიდი ექვთიმე”, მთ. რედ. რ. მეტრეველი, თბ., 2014. ბიბლ.: ექვთიმე თაყაიშვილი. ბიობიბლიოგრაფია, რედ. რ. მეტრეველი, ი. ღარიბაშვილი, თბ., 2010. რ. მეტრეველი.