თაყაიშვილი ვარლამ

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თაყაიშვილი ვარლამ სიმონის ძე (1850, სოფ. ლიხაური, ახლანდ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტი, – 1934, თბილისი), რუსეთის იმპერიის არმიის გენერალ-მაიორი (1905). ე. თაყაიშვილი ძმა. დაამთავრა გენ.შტაბის აკადემია. მონაწილეობდა რუსეთ-ოსმალეთის (1877–78) ომში. 1895–1903 იყო თავდაპირველად ციმბირის, შემდეგ კავკასიის სამხ. ოლქის მიმოსვლის გზების უფროსი. 1903–06 მეთაურობდა 115-ე ვიაზმის ქვეით პოლკს, იყო ელიზავეტპოლის დროებითი გენ.გუბერნატორი. 1906იდან თადარიგში გავიდა. დაჯილდოებულია წმ. ვლადიმირის, წმ. ანას, წმ. სტანისლავის სხვადასხვა ხარისხის ორდენებით. ლ. დოლიძე.