თაყაიშვილი ილია

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ი თაყაიშვილი.png

თაყაიშვილი ილია (ილიკო) ალექსანდრეს ძე (დ. 20. V. 1926, თბილისი), მოცეკვავე. საქართვ. დამს. არტისტი (1953). ახალგაზრდობისა და სტუდენტთა IV საერთაშ. ფესტივალის ლაურეატი (1953). 1938 დაამთავრა თბილ. ოპერისა და ბალეტის სახელმწ. თეატრთან არსებული ქორეოგრ. სტუდია (ხელმძღვ. დ. ჯავრიშვილი). მონაწილეობდა ოპერისა და ბალეტის თეატრის სპეკტაკლებში, მ. შ. `დონ კიხოტში” (გამოდიოდა ვ. ჭაბუკიანთან ერთად). 1945იდან ახალდაარსებული ქართ. ხალხ. ცეკვის სახელმწ. ანსამბლის (ახლანდ. ი. სუხიშვილის სახ. ქართ. ნაციონალური ბალეტი) შემადგენლობაში იყო. თ. ამ ანსამბლის პირველი თაობის წარმომადგენელია, თაობისა, რმაც საფუძველი ჩაუყარა და შემდგომში განსაზღვრა ანსამბლის შემოქმედებითი სახე. თის შესრულება გამოირჩეოდა მაღალი პროფ. ოსტატობით, გარდასახვის უნარით, ტემპერამენტით. ცეკვავდა ანსამბლის თითქმის მთელი რეპერტუარის წამყვან პარტიებს. ანსამბლთან ერთად ტრიუმფით შემოიარა მსოფლიოს მრავალი ქვეყანა.