თაყუაშვილი ისაია

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თაყუაშვილი ისაია, 1772–1801 იყო თბილისის ქედხუდა, შემდეგ – ქალაქის ნაცვალი, ვაჭარი. ფლობდა გვარჯილისა და თოფის წამლის `ქარხანას”, რიც ერეკლე II-მ ჩამოართვა სათანადო ანაზღაურებით და სამეფო თოფხანასთან გააერთიანა. თ. მეფის სანქციით ეწეოდა სავაჭრო-ფინანს. ოპერაციებს, მევახშეობას, კრედიტორთა შორის იყო მეფის ოჯახიც. ქალაქის მოსახლეობა მას მტაცებელს უწოდებდა. ლიტ.: მესხია შ., საისტორიო ძიებანი, ტ. 2, თბ., 1983