თახჩა

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თახჩა, სახლის შიდა კედელში დატანებული პატარა ნიში ან კარადა (უკარო და თაროებიანი) ჭურჭლის, სურსათისა და საოჯახო ნივთების შესანახად. ხალხური წარმოდგენით, თ. საცხოვრებლის წმინდა ადგილი იყო, რის გამოც იგი სახლის მარჯვ. მხარეს კეთდებოდა. გარკვეულ დღეებში (მაგ., ყველიერის შაბათს, რსაც ქსნის ხეობაში `ანგელოზის დღე” ერქვა) ოჯახის უფროსი მამაკაცი სანთელს აანთებდა, თში წინა დღით შენახულ ფურცლოვან ქადას დაჭრიდა და ოჯახის მამაკაცებს ჩამოურიგებდა. ლიტ.: ბედუკიძე ლ., ქსნური ხის ავეჯი, კრ.: მასალები ქსნის ხეობის ეთნოგრაფიული შესწავლისათვის, თბ., 1975; ჯავახიშვილი ივ., მასალები ქართველი ერის მატერიალური კულტურის ისტორიისათვის, ტ. 1 – მშენებლობის ხელოვნება ძველ საქართველოში, თბ., 1946. ლ. ბედუკიძე.

მოძიებულია „http://georgianencyclopedia.ge/index.php?title=თახჩა&oldid=8442-დან“