თახჩა, სოფელი ახალქალაქი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თახჩა, სოფელი ახალქალაქის მუნიციპალიტეტის კარტიკამის თემში (სამცხეჯავახეთის მხარე), ახალქალაქის პლატოზე. ზ. დ. 1960 , ახალქალაქიდან 13 კმ. 106 მცხ. (2002). თ. მდებარეობს ისტ. ზემო ჯავახეთში. ფეოდ. ხანაში აქ სოფელი არ უნდა ყოფილიყო, რაზედაც მიუთითებს `გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთარი” (XVI ს.), რშიც ამ ადგილას არც სოფელი და არც ნასოფლარი აღნიშნული არ არის. 1829 ადრიანოპოლის ზავის შედეგად, ჯავახეთი რუს. იმპერიაში შევიდა. თის ახლანდ. სომეხი მოსახლეობა იმ დროსაა შემოყვანილი არზრუმის მხრიდან. ჩანს, ისინი ცარიელ პლატოზე დასახლებულან. მათი ეკლესია აგებულია 1902. სოფლის სახელწოდება არზრუმის მხარეში არსებული ძვ. დასახლების სახელს იმეორებს. სოფელში ფეოდ. ხანის სიძველეები გვხვდება. ადგილ. მოსახლეობა მიწის თხრის დროს პოულობდა ქვაყუთებს, რებშიც თიხის ჭურჭელთან ერთად აღმოჩენილია ბრინჯაოს სამაჯურებიც. საფიქრებელია, აქვე სიახლოვეს იქნებოდა გვიანბრინჯაო–ადრერკინის ხანის დასახლებაც. დ. ბერძენიშვილი.