თაჰერი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თაჰერი მოჰამედ, XVII ს. სპარსელი ისტორიკოსი, შაჰ-აბას II-ის (1642–66) სამეფო კანცელარიის უპირველესი მოხელე. ხელი მიუწვდებოდა სახელმწ. ოფიც. საბუთებზე, ავტორია თხზულებისა `თარიხ-ე შაჰ აბას-ე სანი” (`შაჰ-აბას მეორის ისტორია”). თხზულებაში მნიშვნელოვანი ცნობებია დაცული XVII ს. შუა ხანების ირანსაქართველოს ურთიერთობის შესასწავლად. საინტერესო ცნობები გვხვდება ასევე დას. საქართველოს, კერძოდ, იმერეთისა და სამეგრელოს შესახებ, რაც თხზულების ღირსებას კიდევ უფრო ზრდის. ლიტ.: მოჰამედ თაჰერის ცნობები საქართველოს შესახებ. ქართულად თარგმნა ვლ. ფუთურიძემ, «მსკი», 1954, ნაკვ. 30. ლ მანიავა.