თბილავიამშენი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თბილ ავიამშენი.jpg

`თბილავიამშენი” (სააქციო საზოგადოება), თვითმფრინავმშენებლობის მსხვილი სამრეწველო საწარმო, ყოფილი თბილისის გ. დიმიტროვის სახელობის # 31 საავიაციო ქარხანა. შეიქმნა 1941 წ. ოქტომბერში (ოფიციალურად გაფორმდა იმავე წლის 20 დეკემბერს) აქვე მშენებარე # 448 ავიაძრავმშენებელი, აგრეთვე თბილისში ევაკუირებული ტაგანროგის გ. დიმიტროვის სახ. # 31 საავიაციო და სევასტოპოლის # 45 ავიასარემონტო ქნების ბაზაზე II მსოფლიო ომის საჭიროებისათვის. თვითმფრინავების ფართომასშტაბიანი წარმოებისათვის ქნას შეუერთეს თბილ. თუჯის ჩამომსხმელმექან. ქნა და მუს. ინსტრუმენტების ფკა, რებიც ომის დამთავრების შემდეგ აღადგინეს როგორც დამოუკიდებელი სამრეწვ. საწარმოები. ქნამ პირველი თვითმფრინავი – გამანადგურებელი ლაგგ3 1941 წ. ნოემბერში გამოუშვა (კონსტრუქტორები: ს. ლავოჩკინი, ვ. გორბუნოვი, მ. გუდკოვი), ხოლო 1942იდან შეუდგა მათ სერიულ წარმოებას. იმავე წელს ქნამ ახ. გამანადგურებელი თვითმფრინავი ლა5 გამოუშვა, 1944 კი – ახ. ტიპის გამანადგურებელი თვითმფრინავი იაკ3. თბილ.საავიაციო ქნაში მზადდებოდა აგრეთვე 82 მმ-იანი ნაღმსატყორცნის ნაღმების კორპუსები და პისტოლეტტყვიამფრქვევის პპშს ლულები. ომის პერიოდში თბილ.საავიაციო ქნა ერთადერთი საწარმო იყო, რიც გამანადგურებელი თვითმფრინავებით ამარაგებდა ამიერკავკ. და ჩრდ. კავკ. ფრონტებს. ომის დამთავრების შემდეგ, 1946, საწარმომ გამოუშვა საბჭ. კავშირში პირველი რეაქტიული გამანადგურებელი თვითმფრინავი იაკ-15, მომდევნო წლებში – ამ თვითმფრინავის მოდიფიკაციები (იაკ-17, იაკ-17-უტი), 1949–51 კი იაკ-23 რეაქტიულ გამანადგურებლებს აწარმოებდა. 1952–57 ქნაში მზადდებოდა ახ. რეაქტიული გამანადგურებელი თვითმფრინავები: მიგ-15, მიგ-17, 1957-იდან კი – რეაქტიული ზებგერითი გამანადგურებელი მიგ-21ის, ორადგილიანი საწვრთნელსაბრძოლო ვარიანტის სხვადასხვა მოდიფიკაციები. 1958–68 ქნა უშვებდა ხომალდსაწინააღმდეგო ზებგერით ფრთოსან კ-10 მარკის რაკეტებს, 1959–66 კი – მფრინავ რადიოსამართავ ლა-17 და ლა-17 სამიზნეებს. 1962 დასრულდა ქნის დიდი მოცულობის საამწყობო კორპუსის მშენებლობა. 1978-იდან საწარმო შეუდგა უახლესი სუ-25 რეაქტიული საარმიო მოიერიშე თვითმფრინავების წარმოებას, 1984-იდან კი დაიწყო ამ თვითმფრინავის სუ-25კ მოდიფიკაციის, შემდეგ კი ტანკსაწინააღმდეგო ვარიანტის სუ-25ტ დამზადება,1980-იდან კი – `ჰაერიჰაერი” კლასის რ-60 და რ-73 კლასის მართვადი რაკეტების გამოშვება. ქნა თავისი თვითმფრინავებითა და რაკეტებით აკომპლექტებდა საბჭ. კავშირის სამხ.საჰაერო ძალებსა და სამხ.საზღვაო ფლოტის ავიაციის შენაერთებს. თვითმფრინავების გარკვეული რაოდენობა საექსპორტოდაც იგზავნებოდა. 1985 თბილ. საავიაციო ქნის ბაზაზე ჩამოყალიბდა საავიაციო საწარმოო გაერთიანება, რშიც თბილ. სათავო ქნის გარდა შევიდა აგრეთვე ცხინვალისა და ნინოწმინდის ფილიალები. 1991-იდან საწარმოს თბილ. სახელმწ. საავიაციო საწარმოო გაერთიანება ეწოდა. 1996იდან უშვებდნენ 2ადგილიან საწვრთნელსაბრძოლო მოდიფიკაცია სუ-25უ. ქნის მიღწევას წარმოადგენს 1999 კოსმ. პროგრამით გათვალისწინებული უნიკალური ანტენარეფლექტორის (ავტორი ე. მეძმარიაშვილი), აგრეთვე სწრაფად გასამართი ხიდების დამზადება. 2000 წ. მარტიდან თბილ. სახელმწ. საავიაციო საწარმოო გაერთიანების ბაზაზე ჩამოყალიბდა შპს `თბილავიამშენი”. ამავე წელს საწარმომ ისრაელის ფირმა `ელბიტ სისტემსთან” ერთად სუ-25კ ბაზაზე შექმნა მოდერნიზებული თვითმფრინავი სუ-25კმ `სკორპიონი”, რიც აღჭურვილი იყო დას. თანამედროვე საპილოტაჟოსანავიგაციო, რადიოელექტრონული და შეიარაღების სისტემებით. იგი 2001 წ. ივნისში წარდგენილი იყო პარიზში ლე ბურჟეს საერთაშ. ავიასალონზე, სადაც შეასრულა საჩვენებელი ფრენები და დამსწრე სპეციალისტებისა და ექსპერტების მაღალი შეფასება დაიმსახურა. 2001 ქნამ მიიღო ხარისხის მართვის საერთაშ. სერტიფიკატი. 1999-იდან განხორციელდა საწარმოს რესტრუქტურიზაციის, ოპტიმიზაციისა და კომპიუტერიზაციის პროცესები. 2002 მარტიდან შპს `თბილავიამშენმა” შეიცვალა სამართლებრივი ფორმა და გარდაიქმნა სააქციო საზბად. საბჭ. კავშირის საავიაციო საწარმოებს შორის `თ.” 2002 პირველი შეუდგა კომპოზიციური მასალებისგან 4 და 7ადგილიანი რეაქტიული სამგზავრო თვითმფრინავების "TAMJET”-ისა და `ELITJET-თის” წარმოებას. ამ პერიოდში საწარმო აგრეთვე ასრულებდა სუ-25 თვითმფრინავების, სხვადასხვა მოდიფიკაციის მი-8 და მი-24 შვეულმფრენების მიმდინარე და კაპიტ. რემონტს. 2003 . მარტიდან სააქციო საზბა `თის” სახელმწ. საკუთრებაში არსებული აქციათა პაკეტი (100%) საქართვ. ქონების მართვის სამინისტროს მიერ ჩატარებული კონკურსის საფუძველზე 10 წლის ვადით სამართავად გადაეცა კონკურსში გამარჯვებულ სპეციალურად შექმნილ კერძო სამმართლის იურიდ. პირს შპს `თს”, ხოლო 2004 განხორციელდა საწარმოს პრივატიზება და აქციათა პაკეტის 90%ის შპს `თთვის” პირდაპირი მიყიდვა.

სკორპიონი.jpg

თვითმფრინავმშენებლობის გარდა, საწარმო მრავალი სახეობის სახ. მოხმარების პროდუქციას უშვებდა. იგი აქტიურად მონაწილეობდა აგრეთვე მნიშვნელოვანი ობიექტების მშენებლობაში როგორც თბილისსა და მთელ საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთაც. საწარმოს ჰქონდა საკუთარი ბეჭდვითი ორგანო. 1944 წ. 16 დეკემბერს დაიწყო ქნის მრავალტირაჟიანი გაზ. `სტალინელის” გამოცემა. 1953–89 იგი იბეჭდებოდა სახელწოდებით `კომუნიზმისაკენ”, ხოლო 1989–94 – `მარჯნის” სახელწოდებით. 1994-იდან `მარჯანთან” ერთად დამატების სახით გამოდიოდა ყოველთვიური გაზ. `ავიაცია და კოსმონავტიკა”, 1999–2004 კი – ყოველთვიური სამეცნ.ტექ. ჟურნ. `აღმოჩენა-Discovery“. 2013 თბილ. საავიაციო ქნას მიენიჭა ა. ქართველიშვილის სახელი. საწარმოში ამჟამად მიმდინარეობს მოიერიშე თვითმფრინავების სუ-25 წარმოება და მათი რემონტი. ქნა დაჯილდოებულია წითელი ვარსკვლავის ორდენით (1945). ქნის დირექტორები იყვნენ: ს. აგაჯანოვი (1941–42), ვ. სალაძე (1942–48), ი. ხვედელიანი (1948–78), ვ. თორდია (1978–91, 1998–2013 – გენ. დირექტორი), ა. ხოფერია (1991–98). 2013იდან დირექტორია ნ. ბერიძე. ვ. თოდრია.