თბილგვირაბმშენი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

`თბილგვირაბმშენი” (შპს), სამშენებლო ორგანიზაცია. მეტრომშენებელთა მძლავრი სამმართველო `თბილმეტრომშენი” შეიქმნა თბილისში 1951 მეტროპოლიტენის მშენებლობის დაწყებასთან დაკავშირებით. 1959 ეწოდა თბილ. საგვირაბო მშენებლობის სამმართველო – `თბილგვირაბმშენი”, 1991იდან – თბილ. მეტროპოლიტენის სამშ. ფირმა `თბილმეტრომშენი”, რიც 1995 სახაზინო საწარმოდ გადაკეთდა, ხოლო 1999 ჩამოყალიბდა როგორც შპს, რის 100%იანი წილის მფლობელი სახელმწიფოა. 2009იდან დაუბრუნდა ძვ. სახელი შპს `თ.” `თს” აქვს მძლავრი ინდუსტრიული და დამხმარე მეურნეობის ბაზა, რშიც შედის შემდეგი სტრუქტურული ერთეულები: მატერ.ტექ. მომარაგების ბაზა თავისი ინფრასტრუქტურით (რკინიგზის ჩიხი და სასაწყობო შენობანაგებობები), მექანიზაციისა და ავტოსატრანსპორტო უბანი, მიწისზედა და მიწისქვეშა სამშ. უბანი, რებიც ასრულებენ როგორც სპეციფ. მიწისქვეშა, ისე საერთო სამშ. და სამონტაჟო სამუშაოებს. `თმა” ააშენა თბილისის მეტროპოლიტენის ორი ხაზი თავისი 22 სადგურით. მეტროპოლიტენის პირველი ხაზის 6 სადგურის მშენებლობა დამთავრდა 1966 წ. 11 იანვარს – გაიხსნა სადგურები: `დიდუბე”, `ელექტროდეპო”, `ოქტომბერი”, `ვაგზლის მოედანი1”, `მარჯანიშვილის მოედანი” და `რუსთაველის მოედანი”. 1967 მეტრომშენებლებმა ჩააბარეს კიდევ 3 სადგური: `ლენინის მოედანი”, `26 კომისარი” და `300 არაგველი”, 1971 – 2 სადგური: `ისანი” და `სამგორი”; 1979 – 5 სადგური: `ვაგზლის მოედანი2”, `წერეთლის გამზირი”, `პოლიტექნიკური ინსტიტუტი”, `კომკავშირელი” და `დელისი”. 1985 გაიხსნა 3 სადგური: `ღრმაღელე”, `თემქა”, `ვარკეთილი”, 1989 – ორი სადგური: `გურამიშვილი” და `ახმეტელის თეატრი”. 2000 მარტში გაიხსნა სადგური `ვაჟაფშაველა”. შენდება სადგური `უნივერსიტეტი” (სიგრძე 2,4 კმ). `თმა” თავისი საქმიანობის პერიოდში ააგო აგრეთვე სხვადასხვა დანიშნულების სტრატეგიული და რთული საინჟ. ნაგებობები როგორც ჩვენს ქვეყანაში, ისე მის ფარგლებს გარეთ: 10,2 კმ სიგრძის 28 სარკინიგზო გვირაბი, აქედან ზესტაფონი–ჭიათურის რკინიგზის ხაზზე – 24 გვირაბი (7 კმ), მცხეთის (1,02 კმ), შორაპნის (1,71 კმ), მწვანე კონცხის (0,11 კმ) და ორდუბადის (სომხეთი, 0,37 კმ) გვირაბები; ასევე ავტოსაგზაო გვირაბები: რიკოთის (1,75 კმ) და როკის (3,74 კმ) უღელტეხილებზე; თბილისში – მეტეხის ორი გვირაბი (1,76 კმ), საქართვ. სამხ. გზაზე – 5 გვირაბი (1,2 კმ) და სხვ.; 8 ჰიდროტექ. გვირაბი (9,5 კმ), მ. შ.: მარტყოფის (0,8 კმ), ტირიფონის (1,74 კმ), ტაშისკარის (3,26 კმ), წებელდის (0,63 კმ), ლამისყანის (0,87 კმ), დებედის (2 კმ), ალგეთის (0,55 კმ), ნადარბაზევის (0,27 კმ) და სხვ.; ასევე მიწისქვეშა საცავის კომპლექსები – ღვინის (ყვარელი), ხილისა (სკრა) და ბოსტნეულის (ხელვაჩაური); განახორციელა უნიკალური მიწისქვეშა ნაგებობის – ახალი ათონის მღვიმის რეკონსტრუქცია და კეთილმოწყობა, რისთვისაც 1977 `თის” მშენებელთა და მეცნიერმკვლევართა ჯგუფს (ვ. გოცირიძე, გ. ჯაყელი, გ. ციმინტია, ზ. ტატაშიძე, შ. ყიფიანი, ე. მამულია, ი. კოჟუხოვი, რ. რიჟინაშვილი და სხვ.) სსრკ სახელმწ. პრემია მიენიჭა. `თმა” მაღალმთიან უღელტეხილზე (ცხრაწყარო) ააგო (ზ. დ. 2454 მ) კოსმოსური სხივების ლაბორატორია, სადაც დამონტაჟდა მსოფლიოში უმძიმესი მაგნიტი (1100 ტ); ააშენა მეფრინველეობის ფკა სოფ. მეჯვრისხევში (ახლანდ. გორის მუნიციპალიტეტი), მეცხოველეობის ფერმები ალვანსა და წითელწყაროში (ახლანდ. დედოფლისწყარო), თბილ. მტკვრის სანაპიროს საყრდენი კედლები, საცხოვრ. და სოც.კულტ. დანიშნულების ობიექტები, მოქმედ სარკინიგზო და საავტ. გზებზე ზვავსაწინააღმდეგო და სხვა დამცავი საინჟ. ნაგებობები, სტრატეგიული დანიშნულების სამოქალაქო თავდაცვის ობიექტები და სხვ. `თ.” მონაწილეობდა აგრეთვე სხვა ქვეყნების ობიექტების დაპროექტებასა და მშენებლობაში: ქ. სამსუნის (თურქეთი) მეტროპოლიტენის წინასაპროექტო დოკუმენტაციის შედგენაში; მოსკ., ეკატერინბურგის, ბაქოსა და ერევნის მეტროპოლიტენის ობიექტების მშენებლობაში; მოსკოვში მანეჟის მოედანზე მიწისქვეშა სავაჭრო კომპლექსის მიერთების განხორციელებაში მეტროპოლიტენის მოქმედ ხაზთან. 1999–2000 `თმა” მონაწილეობა მიიღო ყულევში 340000 მოცულობის ნავთობისა და ნავთობპროდუქტების გადამტვირთავი საზღვაო ტერმინალის მშენებლობაში. მეტროპოლიტენისა და სხვა ობიექტების მშენებლობისას დაინერგა მრავალი ტექ. სიახლე: მექან. ფარით დაწნეხილი მონოლითური ბეტონის გვირაბის სამაგრი; მოძრავი ტროტუარი (პირველად საბჭ. კავშირში); მიწისქვეშა აგრესიულ და თერმულ წყლებთან საბრძოლველად სულფატმედეგი ცემენტის ხსნარის ინიექცია; მთლიანსექციური გვირაბის სამაგრი; მექან. ფარით ბეტონის სამაგრის დაწნეხვა; გვირაბგამყვანი კომბაინი; ნაშხეფბეტონის დამტანი კომპლექსი; გრუნტების გაყინვისა და გრუნტის წყლების დონის ხელოვნურად დაწევის სპეც. მეთოდები; მეტროპოლიტენის მიწისქვეშა სადგურის მთლიანად გადახურვა რკინაბეტონის 21 მალიანი თაღით; სამეურნეო ანგარიშის მეთოდი – უბნის იჯარა (პირველად საბჭ. კავშირში); მშენებლობის ღირებულების გაანგარიშება კომპიუტერული ტექ. მეშვეობით (პირველად რესპუბლიკაში) და სხვ. მეტრომშენებელთა პირველი ბირთვის წარმომადგენლები იყვნენ: გ. ბარაბაძე, ი. ბერიტაშვილი, ლ. ბექაია, ა. ბრეგვაძე, ვ. გოცირიძე, შ. დანელია, კ. კილაძე, ნ. კოშკაძე, კ. ლოლუა, ი. მაჭავარიანი, ო. მეხრიშვილი, გ. ნასიძე, შ. ნიჟარაძე, გ. რუხაძე, ბ. ფაჩულია, ი. ქედიშვილი, გ. ყიფიანი, ა. ყურაშვილი, ვ. შენგელია, ნ. ჩაჩხიანი, ს. ჭურაძე და სხვ. ლიტ.: გვენეტაძე რ., ნანიკაშვილი ლ., `თბილმეტრომშენი” 50 წლისაა, თბ., 2001. კ. კილაძე.