თბილელექტროაპარატი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

`თბილელექტროაპარატი” (სააქციო საზოგადოება), ელექტროტექნიკური მრეწველობის საწარმო. შეიქმნა 1995 საწარმოო გაერთიანების `ელექტროაპარატის” რესტრუქტურიზაციის შედეგად. ელექტროტექ. მრეწვ. პირველი საწარმო ქნა `ელექტროგამშვები” 1955 დაარსდა, 1974 კი ჩამოყალიბდა როგორც საწარმოო გაერთიანება `ელექტროაპარატი”, რის შემადგენლობაში შევიდა: თბილ. ქარხნები `ელექტროგამშვები” (სათავო საწარმო), `პლასტმასი”, `ელექტროავტომატი”, კასპის ქნა `ელექტროაპარატი” და რუსთავის `ელექტროსამაგრების” ქნა. გაერთიანება იყო საქართვ. მრეწველობის ერთერთი უდიდესი და სტრატ. მნიშვნელობის საწარმო, რსაც ეკისრებოდა ქვეყნის სამრეწვ. ობიექტებისა და მოსახლეობის უზრუნველყოფა დაბალი და მაღალი ძაბვის აპარატურით, ზოგიერთი ფართო მოხმარების საგნითა და პლასტიკური მასისაგან დამზადებული დეტალებით. პროდუქციის დიდი ნაწილი იგზავნებოდა საზღვარგარეთის 60ზე მეტ ქვეყანაში. ეტაპობრივი პრივატიზაციის (1995–99) შედეგად გაერთანებაში შემავალი საწარმოები დამოუკიდებელ სააქციო საზოგადოებებად ჩამოყალიბდა. ამჟამად `თ.” შედგება ორი ქარხნისაგან (`ელექტროგამშვები” და `პლასტმასი”), რებიც აღჭურვილია შესაბამისი ტექ. და მრავალი სახის ავტომ. და ნახევრად ავტომ. მაღალეფექტური მოწყობილობებით. XX ს. 90იან წლებში ქვეყანაში მიმდინარე ეკონ. და პოლიტ. პროცესებმა საწარმოს მიერ გამოშვებული პროდუქციის მკვეთრი შემცირება გამოიწვია. `თ.” ფლობს თითქმის ყველა ტექნოლოგიას სხვადასხვა სახეობის ნაწარმის დასამზადებლად.