თბილელი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თბილელი, თბილისის ეპარქიის საჭეთმპყრობელი – ეპისკოპოსი (შემდგომში – მიტროპოლიტი). V . მიწურულს თბილისს ეპისკოპოსი უკვე ჰყავდა, რისი დასტურიცაა 506 დვინის საეკლ. კრების მონაწილე ქართვ. ეპისკოპოსთა შორის ნახსენები `საჰაკ ეპისკოპოსი ტფილისისა” (`ეპისტოლეთა წიგნი”). VII . დამდეგს, ქართ. და სომხ. ეკლესიებს შორის მომხდარი განხეთქილების დროს, ქართლის კათოლიკოსის კირიონის გვერდით ეპისტოლეთა წიგნში ხშირად იხსენიება პეტრე ეპისკოპოსი, რიც, ზ. ალექსიძის ვარაუდით, თბილ. ეპისკოპოსი უნდა იყოს. ამის შემდეგ, VII–XII სს., ჩვენამდე მოღწეული ქართ. და უცხოენოვანი საერო თუ საეკლ. ლიტრა თბილ. ეპისკოპოსის შესახებ არავითარ ცნობას არ გვაწვდის, რაც, სავარაუდოდ, განპირობებულია საისტ. ცნობების სიმწირითა და თბილისში მაჰმადიანთა 400 წლიანი ბატონობით. 1259 შედგენილ რკონის სიგელში დასახელებულ მოწმეთა შორის მოხსენიებულია: `...მდაბალი გრიგოლ ტფილელი”; ასევე 1250–60 შედგენილ შიომღვიმის სიგელში მოწმეთა შორის გვხვდება `იოანე თფილელი”. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ქალაქის ეპისკოპოსი თის სახელით იხსენიება. საქართვ. საეკლ. იერარქიის თვალსაზრისით, მეტად საინტერესო ცნობას გვაწვდის XIII ს. `განგება დარბაზობისა”. ძეგლში აღწერილია სას. პირთა უფროსუმცროსობისა და ხარისხის მიხედვით დაჯდომის წესი: `რაჟამს იკურთხოს მეფე და დაჯდეს ტახტსა ზედა, ეფისკოპოსნი ამ წესით დასხდენ: 1. ბრძანოს ქართლის კათალიკოზმან და მარჯუნით მეფისა, ტახტსა ზედა მოკიდებით, ნატით და ბალიშითა... 29. შემოვიდეს ტფილელი და დაჯდეს ხარჭაშნელის ქუემოთ”. გარდა იმისა, რომ მოყვანილ ძეგლში თ. სიით ოცდამეცხრეა, მას ჯდომისას არ ეკუთვნის სამღვდელო პირთა პრივილეგირებული მდგომარეობის გამომხატველი არც ნატი და არც ბალიში. თის ასეთი `დამცრობა”, რასაკვირველია, იმ ისტ. სინამდვილის ასახვაა, რაც თბილისმა განიცადა საუკუნეების განმავლობაში, კერძოდ, კი მის მიერ დედაქალაქის სტატუსის დაკარგვა. XIII ს. წერილობით ძეგლში ქალაქის ეპისკოპოსის ზედწოდებით მოხსენიება სულაც არ ნიშნავს, რომ მანამდე, თუნდაც XII სში, ასეთი ზედწოდება არ არსებობდა. იყო შემთხვევები, როცა თ. კათოლიკოსს შეურისხავს. 1427–35 `ერთგულების წიგნი” გვაუწყებს: `...ესე წიგნი გკადრეთ... თქუენ, წმიდასა მეუფეს... ქართლისა კათალიკოზსა თეოდორეს მე, მანგლელ თბილელ მთავარებისკოპოზმან იოანე, მას ჟამსა, ოდეს გამიწყერ და ომფორი წამიღე და მერმე კიდევე მიბოძე...”. დამოწმებული საბუთიდან არ ჩანს, თუ რამ გამოიწვია კათოლიკოსის გულისწყრომა, რსაც იოანესათვის ჩამოურთმევია ეპისკოპოსის ხელისუფლების ერთერთი მნიშვნელოვანი რეგალია – ომფორი (ეპისკოპოსთა მხართმოსახვევი). ომფორის ჩამორთმევა კი ეპისკოპოსის თანამდებობიდან გადაყენების ტოლფასი იყო. აღსანიშნავია, რომ თუ ზოგადად ეპისკოპოსს საეკლ. კრება ანდა კათოლიკოსი ირჩევდა და ნიშნავდა, თბილელობის მოშლა და ბოძება მეფის უფლებებში შედიოდა, ვინაიდან თ. იყო სამეფო ქალაქის ეპისკოპოსი. ამავე დროს წყაროები ადასტურებენ, რომ ქართლის სამეფოს კანონმდებლობით, თ. სადედოფლო მოხელედ ითვლებოდა. 1634 მარიამ დედოფლისაგან თისადმი ბოძებული წყალობის წიგნის თანახმად, მარიამ დედოფალმა `თბილელი და სათბილელო ყმა” გაათავისუფლა, თუმცა თ. მაინც დედოფლის უფლებამოსილებაში დარჩა, ვინაიდან `დასტურლამალი სადედოფლო” გვაუწყებს, რომ `ძველთაგან სადედოფლო და აწ მეფის გიორგისაგან დამტკიცებული ეპისკოპოსი ტფილელი – თავის საეპისკოპოსოთი, აზნაურიშვილი, მსახური, მათის მამული” სადედოფლო იყო. ძეგლში მოხსენიებული მეფე არის გიორგი XI. მარიამ დედოფალს ეკუთვნოდა `სადედოფლო დასტურლამალი”, რიც როსტომ მეფეს შეუდგენია, შემდეგ კი ვახტანგ Vს `განუახლებია” და დაუმტკიცებია. 1701 საბუთში საუბარია კათოლიკოს ევდემოზ II-სა და თბილელ მიტროპოლიტ დომენტის შორის ქალაქის სამწყსოზე უფლებამოვალეობების გამიჯვნის თაობაზე. ქალაქი თის სამწყსოა, სხვას ხელი არ მიუწვდებოდა მომსახურებასა და მათ საწირავზე. ის კი: `ვინც მოქალაქე ალობერში დასახლდეს თფილელის მამათმთავარს Hელი აღარა აქვს და ვინც ალობერი ქალაქში დასახლდეს იმისი დრამა და საკანონო თბილელის მამათ მთავარმა მოიკითხოს”. ციტატაში მოხსენიებული ალობერი ავლაბარს ნიშნავს, ხოლო ავლაბარი კათოლიკოსის მამული იყო და იქ თ-ის ხელისუფლება არ ვრცელდებოდა, შემდგომში ეს შეთანხმება ან ირღვეოდა, ანდა ხდებოდა მისი განახლება ახალარჩეულ კათოლიკოსსა და თ-ს შორის. თ-ს (სიონის ეპისკოპოსი), რ-იც ეკლესიის დაარსებიდან საყდრის მამულის, მისი უძრავმოძრავი ქონების გამგებელი და განმკარგავი იყო, შეეძლო ტაძრის კუთვნილი ნებისმიერი ნივთი, მიწის ნაკვეთი თუ სხვა რამ საჭიროების შემთხვევაში გაეყიდა, დაეგირავებინა და ა. შ. ასევე, თის (ეპისკოპოსი) ნებასურვილისა და თანხმობის გარეშე არავის შეეძლო ეკლესიის კუთვნილი ქონების ხელყოფა.

სიონის ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია დიდძალი მოძრავი და უძრავი ქონების მფლობელი იყო როგორც ქალაქში, ისე მის ფარგლებს გარეთ. თბილისსა და მის გარეთუბანში თ-ის კუთვნილი ქონებიდან აღსანიშნავია აბანო, ბაღი, ქარვასლა და სხვ. მეფის ქარვასლა XVII ს. ბოლოს გადავიდა სიონის ღვთისმშობლის საყდრის მფლობელობაში და ამიერიდან მას თ-ის ქარვასლას ეძახდნენ. ვახუშტის 1735 გეგმაზე N 12-ით დატანილია თ-ის ქარვასლა. იგი სიონის სამხრით იდგა. მისი ბაღი მდებარეობდა გარეთუბანში, სოლოლაკში. ვახუშტის იგი აღნიშნული აქვს N 42-ით `სალალაკის წყლის” და `კოჯრის გზის” მარცხ. მხარეს, `მეფის დიდი ბაღის” (N 39) დას-ით. `ბატონის ბაღის წყლის გარიგებაში” წერია, რომ წყალმა `... ორშაბათსა და სამშაბათსა დღე და ღამე თბილელისა და ქალაქის ბაღებისათვის უნდა იდინოს”. 

ჩვენამდე მოღწეული წერილობითი წყაროების მიხედვით, XV ს. 20–30-იანი წლებიდან თის წოდებას ემატება `მანგლელი” და ქალაქის ეპისკოპოსი მოიხსენიება როგორც `მანგლელტფილელი”. ასეთებია: იოანე II მანგლელტფილელი (1413–22), გრიგოლ II მანგლელ-ტფილელი (1442), ბართლომე ტფილელმანგლელი (1444), იოანე III მანგლელ-ტფილელი (1462), იოანე IV ტფილელმანგლელი (1518). საინტერესოა, რომ პ. იოსელიანი თბილ. ეპისკოპოს ანტონ თულასძეს მოიხსენიებს როგორც `მანგლელ-ყოფილს”. ასევე 1727 სიგელში მოხსენიებულია `ტფილელბოლნელი მიტროპოლიტი” დომენტი. დროდადრო მანგლისისა და თბილ. ეპარქიები ერთ სამწყსოდ ერთიანდებოდა გარეშე მტერთა გამანადგურებელი შემოსევების გამო, რასაც მანგლელის ეპარქიის გაუქმება და დაცლა უნდა მოჰყოლოდა. ასეთივე მდგომარეობა გვაქვს `თბილელბოლნელის” სამწყსოსთან დაკავშირებით. თუმცა ამის მიზეზი სულ სხვა რამ შეიძლება ყოფილიყო, რაც ამჟამად უცნობია. თბილ. და მანგლისის სამწყსოების განცალკევების დროს იწყებოდა თისა და მანგლელის თავთავიანთ სამწყსოებზე უფლებამოვალეობების გარკვევა. 1706 საქართვ. კათოლიკოსპატრიარქმა დომენტი IV-მ საგანგებოდ მოიწვია ეკლესიის საკრებულო, რათა გაერკვიათ თსა და მანგლელს შორის წამოჭრილი სადავო საკითხი `მანგლელისა და ტფილელის სამწყსოს დარბაისლის ნიშანზედ და საწირავზედ...”. საეკლ. კრებას დაუდგენია, რომ თუ გარდაცვლილი დიდგვარიანი თბილისელი იყო და იგი მანგლელის სამწყსოს საყდარში ანდა მის სამწყსოში დაიმარხებოდა, ნიშანი, მიცვალებულის ნაქონი რაიმე პირადი ნივთი – იარაღი, სამოსელი, ცხენი და მისი აკაზმულობა თ-ს ერგებოდა, ხოლო გარდასახურავი, ქვეშაგები, აბრამის ტაბლა მანგლელისა იყო და – პირიქით. XVII ს. მეორე ნახევარში, ქართლის მეფის ერეკლე I-ის დროს, ქალაქის ეპისკოპოსს უწოდეს მიტროპოლიტი. ეს წოდება პირველად მიიღო დომენტი თმა. დომენტის შემდეგ მისი მომდევნო ყველა თ. მიტროპოლიტის წოდებას ატარებდა. 1802 აპრილში თბილისში შეკრებილმა აღმ. მღვდელმთავრებმა თხოვნით მიმართეს რუს. ხელმწიფეს, რათა ქართლკახეთის სამღვდელოებას შენარჩუნებოდა არსებული პატივი და წესი, ამასთანავე მიეღოთ იმპერატორისაგან პატივი და დაცვა. თხოვნას ქართლკახეთის მღვდელმთავრებთან ერთად ხელს აწერს `მდაბალი მიტროპოლიტი ტფილისისა და ეფისკოპოზი მანგლისისა და ბოლნისისა ბაგრატოვანი არსენი” (სცსია, ფ. 1448, საქ.N 9200). არსენ თ. ხელმომწერთა შორის რიგით მერვეა. აღნიშნულ თხოვნაზე რუს. მონარქის პასუხი ის იყო, რომ არსენ თ. 1810 `მოკვეთილ” იქნა სიონის კათედრიდან და რუსეთში გაამწესეს, სადაც 1812 გარდაიცვალა. არსენ მიტროპოლიტი უკანასკნელი თ. იყო. მას შემდეგ თბილელობა მოისპო. 1811 რუს. ხელმწიფემ ქართ. ეკლესიის ავტოკეფალია გააუქმა და იგი რუს. სინოდს დაუქვემდებარა. თბილისში რუს. ეკლესიის მოხელე – ეგზარქოსი დაჯდა. სიონის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი საეგზარქოსო საყდარი გახდა. რუს. ხელისუფლებამ ქართ. ეკლესიის ქონება, მათ შორის თისაც, ხაზინას გადასცა. ქალაქის ეპისკოპოსის ზედწოდებად `თბილელის” დაწესების ზუსტი მიზეზის დასახელება ამჟამად ჭირს. საფიქრებელია, რომ მას პოლიტ.ადმ. დატვირთვა უნდა ჰქონოდა. მეფის კურთხევის ცერემონიალში მონაწილეობას იღებდა ამა თუ იმ დროს მოქმედი ყველა ეპარქიის მღვდელმთავარი თავიანთი ჯდომის წესითა და რიგით, რაც საეკლ. იერარქიაში ეპისკოპოსის უფროსუმცროსობას გამოხატავდა. თბილელობას ეკონ. დატვირთვაც უნდა ჰქონოდა, სიონის ეკლესია დიდ უძრავმოძრავ ქონებას ფლობდა, ყველაფერი ეს ცნობილი იყო როგორც სათბილელო მამული. წოდება თ. ეპისკოპოსის სადაურობას განსაზღვრავდა. ამჟამად სრულიად საქართვ. კათოლიკოსპატრიარქი ილია II მცხეთათბილისის მთავარეპისკოპოსიც არის. წყარო: დასტურლამალი, წგ.: ქართული სამართლის ძეგლები, ი. სურგულაძის გამოც., თბ., 1970; დოკუმენტები თბილისის ისტორიისათვის (XVI–XIX სს.), წგ. 1, შეადგინეს ნ. ბერძენიშვილმა და მ. ბერძნიშვილმა, თბ., 1962; ეპისტოლეთა წიგნი. სომხური ტექსტი ქართული თარგმანით, ზ. ალექსიძის გამოც., თბ., 1968; ჟორდანია თ., ქართლკახეთის მონასტრების და ეკლესიების ისტორიული საბუთები, ფოთი, 1903; ქართული სამართლის ძეგლები, ი. დოლიძის გამოც., ტ. 2, თბ., 1965, ტ. 3, თბ., 1970; ქრონიკები და სხვა მასალა საქართველოს ისტორიისა, წგ. 2, შედგ. თ. ჟორდანიას მიერ, ტფ., 1897; ხახანაშვილი ა., გუჯრები, ტფ., 1891. ლიტ.: Иоселиани П. И., Описание древностей города Тифлиса, Тфл., 1866. თ. ბერიძე.