თბილთამბაქო

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

`თბილთამბაქო” (სააქციო საზოგადოება), თამბაქოს ფაბრიკა თბილისში. 1972 შეიქმნა საწარმოო გაერთიანება `თბილთამბაქო”, რ-შიც შევიდა თამბაქოს მრეწველობის უძველესი საწარმოები თბილისის N1 (1852) და N2 (სათავო საწარმო, 1903) თამბაქოს ფკები. 1994 გაერთიანებაში შემავალი N2 ფკის ბაზაზე ჩამოყალიბდა სააქციო საზბა „თ.” საწარმო თავდაპირველად უშვებდა პაპიროსსა და დაჭრილ თამბაქოს, ხოლო შემდეგ – უფილტრო (`პრიმა”, `კურორტი” და სხვ.) და ფილტრიან (`კოსმოსი”, `კოლხეთი”, `ივერია” და სხვ.) სიგარეტებს. 1974 ქ. პლოვდივის (ბულგარეთი) საერთაშ. გამოფენაზე ფკის პროდუქციას – ფილტრიან სიგარეტ `საქართველოს” ოქროს მედალი მიენიჭა. 2003-იდან საწარმო აღარ მუშაობს.