თბილისა

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თბილისა, ხეობის მყინვარი ონის მუნიციპალიტეტში, რაჭის კავკასიონის სამხრ. კალთაზე, მდ. ჭანჭახის აუზში. სიგრძე 3,09 კმ, ფართ. 2,30 კმ2. მყინვარის ენა ეშვება 2815 მმ-დე. მყინვარიდან გამოედინება მდ. თბილისასწყალი (ჭანჭახის მარჯვ. შენაკადი). თბილისასწვერი, მთა ონის მუნიციპალიტეტში, რაჭის კავკასიონზე, მდ. ბუბის (ჭანჭახის მარჯვ. შენაკადი) სათავეებთან. სიმაღლე 4429 . აგებულია პალეოზოური გრანიტოიდებით, რელიეფი მკვეთრად დანაწევრებულია, ახასიათებს თანამედროვე გამყინვარება. ს. ნემანიშვილი.