თბილისელი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

`თბილისელი”, საქართველოს კულტურის ფონდთან არსებული საქველმოქმედო საზოგადოება. ჩამოყალიბდა 1989 წ. 14 ივლისს დამფუძნებელ ყრილობაზე. საზბა დალოცა საქართვ. კათოლიკოსპატრიარქმა ილია II-მ – საზ-ბის საპატიო პრეზიდენტმა. შეიქმნა დ. ციციშვილის თაოსნობით, რიც 1996მდე თავად იყო საზბის პრეზიდენტი. `თის” ინიციატივით კოჯრის მისადგომებთან აღიმართა 1921 წ. თებერვალში დაღუპულ სამშობლოს დამცველთა ხსოვნის მემორიალი; დაისტამბა წიგნები: `25 თებერვლის შემდეგ” და `იუნკრები”; გარემონტდა თბილ. ა. წერეთლის სახ. ბკა; გასუფთავდა და მოწესრიგდა გერმ. ტყვეთა მიტოვებული სასაფლაო. დაწესდა დ. სარაჯიშვილის სახ. სტიპენდია და პრემია. საზბის სტიპენდიანტები იყვნენ საერთაშ. კონკურსების მომავალი გამარჯვებულები: ე. ბოლქვაძე, ა. კორსანტია, თ. ომანიძე და სხვ. საქართვ. ხელოვნ. მუზეუმს საჩუქრად გადაეცა ლ. გუდიაშვილის ნახატი, საჯარო ბკას კი – შემოწირული, უნიკალური, რარიტეტული გამოცემები. საქართველოსათვის ყველაზე მძიმე დღეებში `თმა” მოსახლეობის შემოწირულობებით დიდი შემწეობა აღმოუჩინა სოხუმში მებრძოლ ჯარისკაცებს და დაჭრილ მეომრებს. `თ-ის” ქალთა საკრებულოს თაოსნობით შეიქმნა `ოქროს ფონდი” (შემოწირული ოქროს ნივთები საქართვ. სახელმწ. მუზეუმშია დაცული). საზბამ არაერთგზის გაუწია დახმარება ჯავახეთის ქართ. სკოლების ბავშვებს, გალის რნიდან ლტოლვილებს. 1997 `თ-ის” II ყრილობაზე საქართვ. კათოლიკოსპატრიარქის, ილია II-ის წინადადებით საზბის პრეზიდენტად აირჩიეს თბილ. საპატიო მოქალაქე, პოეტი ჯ. ჩარკვიანი. საზბამ ამ სახით იარსება 2007მდე. 2013 წ. 3 სექტემბერს საზბა `თ.” დაფუძნდა თავიდან ახ. წესდებით. საზბის გამგეობის თავრეა ი. მეძმარიაშვილი. `თ-ის” მიზანია ხელისუფლებას და მოსახლეობას შესთავაზოს არსებული მწვავე პრობლემების გადაჭრის გზები, ჩაერთოს დედაქალაქის განვითარების პროცესში.