თბილისი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თბილისი (1936მდე – ტფილისი) I. ზოგადი ცნობები. ქალაქის მმართველობა. ბუნება. მოსახლეობა. ზოგადი ცნობები. თ., საქართველოს დედაქალაქი. ქვეყნის პოლიტ.ადმინისტრაციული, ეკონომიკური, კულტ.საგანმან. და სამეცნ. ცენტრი, საქართვ. პრეზიდენტის, მთავრობისა და აღმასრ. ხელისუფლების სხვა ორგანოების, საქართვ. უზენაესი სასამართლოს, სხვა სახელმწ. დაწესებულებების ადგილსამყოფელი.

თბილისის საერთო ხედი.jpg

ქალაქის მმართველობა. ქალაქის მართვა ხორციელდება თვითმმართველობის პრინციპის საფუძველზე. ადგილ. თვითმმართველობის კოდექსის თანახმად, თ. არის მუნიციპალიტეტი – თვითმმართველი ქალაქი, რ-იც სარგებლობს საჯარო სამართლის იურიდ. პირის სტატუსით. თ-ის მუნიციპალიტეტს კოდექსით მინიჭებული აქვს არსებითად სხვა მუნიციპალიტეტების მსგავსი უფლებამოსილებები და ფინანს. და ქონებრივი გარანტიები (იხ. თვითმმართველობა). თ-ში თვითმმართველობა ხორციელდება წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს და აღმასრ. ორგანოთა სისტემის – მერიის მეშვეობით. მერია აერთიანებს ქალაქის მერს, ქალაქის მთავრობას, მერიის სტრუქტურულ ერთეულებს და ქალაქის რაიონების გამგეობებს. მერი არის მუნიციპალიტეტის უმაღლესი თანამდებობის პირი და უმაღლესი აღმასრ. ორგანო. მერი თავმჯდომარეობს ქალაქის მთავრობას, რომლის შემადგენლობაში შედიან მერის მოადგილეები, საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელები და რაიონების გამგებლები.

თბილისის მერია.jpg

საკრებულოს და მერს ირჩევენ საყოველთაო, თავისუფალი, თანასწორი და პირდაპირი არჩევნების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით, 4 წლის ვადით. საკრებულოს შემადგენლობაში შედის პროპორციული და მაჟორიტარული წესით არჩეული 25–25 დეპუტატი. 

თბილისის საკრებულო.jpg

ადმინისტრაციულად თ. დაყოფილია 10 რაიონად: გლდანის, დიდუბის, ვაკის, ისნის, კრწანისის, მთაწმინდის, ნაძალადევის, საბურთალოს, სამგორისა და ჩუღურეთის. თის ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქცეულია მის შემოგარენში მდებარე რამდენიმე ათეული სოფელი.

თბილისის რუკა.png თ-ს აქვს გერბი, დროშა და სხვა სიმბოლოები. იგი უცხოეთის მრავალ ქალაქთან დაკავშირებულია მეგობრობისა და თანამშრომლობის ხელშეკრულებით. 1979 დაწესდა თის საპატიო მოქალაქის წოდება. ი. კობახიძე

თბილისის დროშა.jpg თბილისის გერბი.jpg თბილისის სიმბ გასაღები.jpg