თბილისის `ბურევესტნიკის” ხელბურთელთა გუნდი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბურევესტნიკის ხერბურთელთა.png

თბილისის `ბურევესტნიკის” ხელბურთელთა გუნდი (1990იდან – `შევარდენი”), შეიქმნა 1956. სსრკის ორგზის ჩემპიონი (1962, 1964; სსრკის პირველი ჩემპიონი ხელბურთში), სამგზის მეორე (1965–67), ოთხგზის მესამე პრიზიორი (1963, 1977, 1980–81), სსრკის თასის ორგზის მფლობელი (1979–80). მონაწილეობდა ევრ. ჩემპიონთა თასის გათამაშებაში (1962, 1964). `ბურევესტნიკის” შემადგენლობაში სსრკის ჩემპიონები გახდნენ: თ. ანთაძე, ჯ. ცერცვაძე, ჯ. აბაიშვილი, ი. ფხაკაძე, ა. ექსეულიძე, ბ. კოპალეიშვილი, გ. მაჭავარიანი, ლ. კარტოზია, ა. რატიანიძე, ი. შენგელია, თ. ზარდალიშვილი, ჯ. ბაგრატიონი; უფროსი მწვრთნელი გ. შარაშიძე. მოგვიანებით გუნდის გამორჩეული ხელბურთელები იყვნენ თ. ჩხარტიშვილი, ჯ. ძაგანია, ი. პარლაგაშვილი, ვ. არაქელოვი, ა. ანპილოგოვი.