თბილისის `დინამოს” კალათბურთელთა გუნდი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თბილისის დინამოს ოსტატ კალათბურთელტა გუნდი.png

`დინამო” – შეიქმნა 1933 და თავიდანვე დაიმკვიდრა ადგილი სსრკის საუკეთესო საკალათბურთო კლუბებს შორის. დინამოელთა ღირსებას ამ პერიოდში იცავდნენ: რ. მდივანი, შ. ყიასაშვილი, ვ. ციციშვილი, ლ. ფალავანდიშვილი, ა. წერეთელი, ვ. მდივანი და ა. კარპოვი. მნიშვნელოვან წარმატებებს `დინამომ” მიაღწია მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდში, როდესაც გუნდში მოვიდნენ წამყვანი მოთამაშეები, პოპულარული კალათბურთელები: ო. ქორქია და ნ. ჯორჯიკია. ამ წლებში გ. ავალიშვილის ხელმძღვანელობით თბილ. დინამოელები სამჯერ გახდნენ სსრკ-ის ჩემპიონები (1950, 1953, 1954). 1968 გუნდი ერთხელ კიდევ გახდა სსრკის ჩემპიონი. საკავშ. ჩემპიონატების პარალელურად `დინამოს” კალათბურთელები წარმატებით ასპარეზობდნენ სსრკ-ის თასის გათამაშებაშიც. მათ 4-ჯერ მოიპოვეს ეს საპატიო ჯილდო (1949, 1950, 1951, 1969). თბილ. დინამოელებმა საკავშ. ჩემპიონატებზე (1947, 1960, 1961 და 1969) 4ჯ-ერ მოიპოვეს მე-2 ადგილი, ხოლო 1948, 1952, 1965, 1977 – მე3 ადგილი. 1959 მათ გაიმარჯვეს სსრკის ზამთრის პირველობაზე. თბილ. `დინამო” იყო პირველი გუნდი, რიც 1950 გახდა სსრკის ჩემპიონი და მოიგო თასი; 1960 იყო ევრ. ქვეყნების ჩემპიონთა თასის ფინალისტი, 1969 – ევრ. ქვეყნების თასების მფლობელთა თასის ფინალისტი. 1962 თბილ. `დინამომ” ჟენევაში ევრ. ჩემპიონთა თასი მოიპოვა, გუნდმა თანამიმდევრულად დაამარცხა რუმინეთის `კკა” ბუქარესტსა (77:76) და თბილისში (82:77), თურქ. `დარუშაფაქი” – სტამბოლსა (80:67) და თბილისში (84:48), მოსკ. `ცსკა” – მოსკოვსა (75:71) და თბილისში (77:66), ხოლო ფინალში – მადრიდის `რეალი” (90:83). გუნდის ღირსებას იცავდნენ: გ. მინაშვილი, რ. გოგელია, ვ. ალთაბაევი, ლ. მოსეშვილი, ა. ლეჟავა, ა. სხიერელი, ი. ხაზარაძე, ვ. უგრეხელიძე, ა. კილაძე, ლ. ინწკირველი, ა. პეტროვი (მწვრთნელი – ო. ქორქია). დინამოელი კალათბურთელები რეგულარულად შეჰყავდათ სსრკის ნაკრების შემადგენლობაში. თითქმის ათი წლის განმავლობაში ნაკრების კაპიტანი იყო ო. ქორქია. ნაკრებში თამაშობდნენ აგრეთვე: ნ. ჯორჯიკია, გ. მინაშვილი, ზ. საკანდელიძე, ვ. უგრეხელიძე, ლ. მოსეშვილი, ა. სხიერელი, ა. ლეჟავა, მ. ქორქია, ნ. დერიუგინი. ამ შემადგენლობამ ოლიმპიურ თამაშებზე, მსოფლიოსა და ევრ. ჩემპიონატებზე მოიპოვა 16 ოქროს, მრავალი ვერცხლისა და ბრინჯაოს მედალი. გუნდის წარმატებებში მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით საბჭ. კავშირისა და საქართვ. დამს. მწვრთნელებს: გ. ავალიშვილს, შ. დიასამიძეს, ო. ქორქიას, ლ. ინწკირველს, ლ. მოსეშვილს, მ. კეკელიძეს, გ. მეუნარგიას. საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ თბილ. `დინამო” მონაწილეობს ქვეყნის ჩემპიონატში. კლუბი გახდა საქართვ. პირველი ჩემპიონი (1991), კიდევ ორჯერ მოიპოვა საქართვ. სუპერლიგის ჩემპიონის ტიტული (2003; 2014) და დაეუფლა საქართვ. თასს (2004)