თბილისის `დინამოს” წყალბურთელთა გუნდი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თბილისის დინამოს წყალბურთელთა გუნდი.png

თბილისის `დინამოს” წყალბურთელთა გუნდი, შეიქმნა სპორტსაზოგადოება `დინამოსთან” მეორე მსოფლიო ომის წინა პერიოდში (1938). გუნდი ათეული წლების განმავლობაში უძლიერესი იყო საქართველოში. `დინამოს” რიგებში სხვადასხვა დროს გამოდიოდნენ ცნობილი წყალბურთელები: ვ. გოიაშვილი, კ. ჭიჭინაძე, ვ. ბარტიაევი, კ. პოტაპოვი, გ. დარახველიძე, ი. ჩხიკვაძე, ჯ. წიკლაური, ბ. მეგედი, ზ. ჩაჩავა, ვ ისელიძე, დ. რურუა, ი. ნიჟარაძე და სხვ. სსრკის ნაკრებში განსაკუთრებულ წარმატებებს მიაღწიეს დინამოელმა წყალბურთელებმა, ოლიმპიური თამაშების პრიზიორებმა: ნ. გვახარიამ, მ. გიორგაძემ, ლ. გოგოლაძემ, ო. მიმინოშვილმა, პ. მშვენიერაძემ, გ. ჩიქვანიამ. `დინამოს” წარმატებებში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს მწვრთნელებმა: ა. გილდმა, რ. ჩაჩავამ, ნ. გვახარიამ, ვ. სანაძემ. მათი ხელმძღვანელობით სხვადასხვა დროს გუნდმა 5-ჯერ მოიპოვა საპრიზო ადგილი სსრკ-ის ხალხთა სპარტაკიადაში. 1992 წლისთვის გუნდმა არსებობა შეწყვიტა. თბილისის დრო, მესამე სასაათო ზოლის შუა მერიდიანის საშუალო დეკრეტული დრო. ამ ზოლში მოქცეულია საქართვ. ტერიტორია და, კერძოდ, თბილისი. 2011-იდან თ. დ. 4 სთ-ით უსწრებს მსოფლიო დროს, XX–XXI სს. მიჯნაზე, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, დღის სინათლის ეფექტურად გამოყენებისა და ელექტროენერგიის ეკონომიის მიზნით გაზაფხულზაფხულის პერიოდში ხდებოდა საათის ისრის კიდევ ერთი საათით გადაწევა, რის გამოც მარტის თვის ბოლო კვირადღის 2 საათიდან ოქტომბრის თვის ბოლო კვირადღის 3 საათამდე თ. დ. 5 სთით უსწრებდა მსოფლიო დროს. თ. დ-ით ხდება საქართვ. ეკონ.კულტ. ცხოვრების რეგულირება.