თბილისის აზერბაიჯანული სახელმწიფო დრამატული თეატრი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თბილისის აზერბაიჯანული სახელმწიფო დარამტული თეატრი.jpg


თბილისის აზერბაიჯანული სახელმწიფო დრამატული თეატრი ჰეიდარ ალიევის სახელობისა, თეატრი თავის ისტორიას იწყებს XIX ს. 40იან წლებიდან, როდესაც აზერბ. სცენისმოყვარეებმა დადგეს ეროვნ. დრამატურგიის პირველი ნიმუშები (მ. ფ. ახუნდოვის 6 ცნობილი კომედია). 1910 ქართ. თეატრის გამოჩენილი მოღვაწეების – ვ. აბაშიძის, ვ. გუნიას და შ. დადიანის დახმარებით აზერბ. დასს საშუალება მიეცა პერიოდულად, თვეში რამდენჯერმე, სპექტაკლები დაედგა ზუბალოვის სახ. სახლის (ახლანდ. კ. მარჯანიშვილის თეატრი) სცენაზე. 1912–47 თბილისში ფუნქციონირებდა აზერბ. სახ. სახლი ნარიმანოვის კლუბის სახელით, სადაც თეატრ. დასი წარმოადგენდა როგორც აზერბ. ასევე ქართ., რუს. და ევრ. პიესებს. 1922 თეატრ. დასს სახელმწ. თეატრის სტატუსი და მ. ფ. ახუნდოვის სახელი მიენიჭა. თეატრში მოღვაწეობდნენ როგორც ადგილ., ასევე აზერბაიჯანიდან მოწვეული მსახიობები. ამ პერიოდის შემოქმედებითი აღმავლობა უკავშირდება თეატრის ხელმძღვანელის, გამოჩენილი აზერბ. მსახიობისა და რეჟისორის იბრაჰიმ ისპაჰანელის (ჰუსეინზადე) სახელს. თეატრის განვითარებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს გამოჩენილმა აზერბაიჯანელმა ოსტატებმა – ჰ. არაბლინსკიმ, ა. ველიმ, ს. რუხულამ, ჰ. სარაბსკიმ. მათ გვერდით წარმატებით მოღვაწეობდა საქართვ. სახ. არტისტი ტ. აბაშიძე. თეატრი მდებარეობდა თბილ. ისტ. უბანში, ე. წ. თეატრის მოედანზე. 1947, მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდში, ახალგაზრდა პროფ. კადრების ნაკლებობისა და სოც. პირობების გამო თეატრმა არსებობა შეწყვიტა. მისი აღდგენის საკითხი განსაკუთრებით გააქტიურდა XX ს. 90იან წლებში. 2004 თეატრი აღდგა და დამოუკიდებელი სახელმწ. თეატრის სტატუსით განაახლა მოღვაწეობა. 2008 მიენიჭა ჰ. ალიევის სახელი. ამავე წლიდან თეატრს ხელმძღვანელობდა რეჟისორი გ. კაპანაძე, რიც აზერბაიჯანულენოვან პროფ. დასთან ერთად წარმატებით დგამდა სხვადასხვა ქვეყნის კლასიკოს მწერალთა თვალსაჩინო ნაწარმოებებს. თეატრი დაკომპლექტებულია ნიჭიერი აზერბ. მსახიობებით, რთა უმრავლესობას შოთა რუსთაველის სახ. თეატრისა და კინოს სახელმწ. უნტის აზერბაიჯანულენოვანი მიზნობრივი ჯგუფი აქვს დამთავრებული. თეატრის დასში მოღვაწეობენ (2014) მსახიობები: ფ. სადიკოვა, ნ. მუსაევი, ლ. კასუმოვა, ს. მამედოვა, ბ. აქიფოვი, ფ. ბაირამოვი, შ. სამოევა, ა. ალიევი, ა. თაგაევა; მსახიობი და რეჟისორი ნ. გაჯიევი და თ. ველიზადე და სხვ., სამხატვრო ხელმძღვანელი ზ. სიხარულიძე. ბოლო ათწლეულის საუკეთესო დადგმებია: ა. ჩეხოვის `ხელის თხოვნა” (2008), ქ. აბდულას `ერთი, ორი, სამი” (2011, ორივეს რეჟ. გ. კაპანაძე – თეატრის მმართველი და სამხატვრო ხელმძღვანელი 2006–14), ნ. დუმბაძის `თეთრი ბაირაღები” (2011) და მ. ფ. ახუნდოვის `ლენქორანის ხანის ვეზირი” (2011, ორივეს რეჟ. ნ. გაჯიევი), ნ. დუმბაძის `დიდრო” (2007), ი. ეფენდიევის `შენ ყოველთვის ჩემთან ხარ” (2014, რეჟ. თ. ველიზადე).

თბილისის აზერბაიჯანული დარამტული თეატრი.jpg

წლების განმავლობაში თეატრში აღიზარდა აზერბ. მსახიობთა თაობა, რებიც წარმატებით გამოდიან როგორც აზერბაიჯანის (ბაქო), ასევე სხვა ქვეყნების წამყვანი თეატრების სცენაზე. ზ. სოფრომაძე.