თბილისის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

იაშვილის კლინიკა.jpg


თბილისის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო მ. იაშვილის სახელობისა, მულტიპროფილური პედიატრიული სამედიცინო დაწესებულება, სადაც სამედ. დახმარების აღმოჩენა 18 წლამდე ჰოსპიტალიზებული პაციენტებისთვისაა შესაძლებელი. საავადმყოფო 35 წელზე მეტია ფუნქციონირებს (2010-იდან დირექტორია შ. ჯოგლიძე). საავადმყოფოს აქვს ევრ. და ამერ. წამყვან კლინიკებში აპრობირებული სტრატეგია, რ-იც ორი დონის სამედ. მომსახურებას ეფუძნება. პირველი არის ემერჯენსის განყბა (18 საწოლზე), სადაც შესაძლებელია გადაუდებელი დახმარების აღმოჩენა `ერთი დღის ჰოსპიტლის” პრინციპით; მეორე – კლინიკის სტაციონარული განყბა, რ-იც საქართველოში ყველაზე სრულყოფილ, მულტიპროფილურ სამედ. სერვისს უზრუნველყოფს. ასევე ფუნქციონირებს ამბულატორიული სამსახური მრავალპროფილური სამედ. მომსახურებით (იმუნიზაციის ჩათვლით). საავადმყოფოში რამდენიმე უნიკალური (რის ანალოგი საქართველოში არ არის) დეპარტამენტია: ონკოჰემატოლოგიის, ნეირომეცნიერების, ტოქსიკოლოგიის, რესპირაციული მედ., თირკმლის, ადრეული ასაკის ბავშვთა გლობალური განვითარების. ასევე ფუნქციონირებს ნეონატოლოგიური, ნევროლოგიური, აბდომინური, ორთოპედიატრავმატოლოგიის, კრიტ. მედ. დეპარტამენტები. კლინიკა აღჭურვილია კომპიუტერული და ბირთვულმაგნიტურრეზონანსული ტომოგრაფიით, ხელოვნური სუნთქვის აპარატებით და კიუვეზებით, ბიოქიმ. და კლინ. ავტომ. ანალიზატორებით, ულტრაბგერითი და რენტგენოლოგიური დიაგნოსტიკის აპარატურით. ყველა სახის სამედ. დოკუმენტაციის წარმოებისას იყენებენ თანამედროვე კომპიუტერულ ტექნოლოგიებს და ელექტრონული კომუნიკაციის სხვა საშუალებებს. კლინიკა თსსუ-ის დიპლომამდელი და დიპლომისშემდგომი სამედ. განათლების ბაზაა. მოქმედებს სასწ. ცენტრი, რ-იც სამედ. კადრების ტრენინგს ახორციელებს. კლინიკის სამეცნ. მუშაობის პრიორიტეტია რესპირაციული მედიცინა, ნევროლოგია, ონკოჰემატოლოგია, ნეონატოლოგია, ნეფროლოგია, რაც, შესაბამისად, ასახულია სამეცნ. პუბლიკაციებში, გაიდლაინებსა თუ პროტოკოლებში. ი. ჩხაიძე.